ფსიქოსომატიკა და ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და მის შინაგან განწყობებს შორის არსებული კავშირები თანამედროვე მედიცინაში აქტიური მსჯელობის საგანია. კლინიკა „ჰარმონიის“ დამფუძნებელი, ექიმი ნუნუ ქემაშვილი ყურადღებას იმ ფარულ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე ამახვილებს, რომლებიც სხეულის კონკრეტულ ტრავმებსა და დაავადებებს განაპირობებს.
როგორც ექიმი აღნიშნავს, ფიზიკური პრობლემების მიზეზები მხოლოდ მატერიალურ დონეზე არ უნდა ვძებნოთ, რადგან მათ გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვთ.
„კუდუსუნის ტრავმები და მოტეხილობები ძალიან ხშირად იმ ადამიანებს უვითარდებათ, რომლებიც საკუთარი ბედით უკმაყოფილონი არიან და მუდმივ თვითგვემასა და პროტესტში იმყოფებიან. ფიზიკური ჯანმრთელობა ამის გარეშე არ არსებობს. უნდა ვიყოთ სრულ ჰარმონიაში ჩვენს თავთანაც და სამყაროსთანაც, რადგან დაავადებების გენეზი მხოლოდ ფიზიკურ დონეზე არ უნდა ვძებნოთ, მას გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს“, - აცხადებს ნუნუ ქემაშვილი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: