პიროტექნიკა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. ხშირად იყენებენ და ამავდროულად, უკანონო, არალიცენზირებული გაყიდვის ფაქტებიც მრავლადაა.
ვის აქვს პიროტექნიკის შეძენის უფლება, არსებობს თუ არა შეზღუდვები საცხოვრებელ ზონებში ხმაურის გამო? - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ეთერში ტრენერ-ადვოკატმა ზაურ ბლიაძემ ისაუბრა.
„წელს არის პირველი ახალი წელი, რომელსაც ვხვდებით რადიკალურად განსხვავებულ სამართლებრივ რეგულაციებში. იქიდან გამომდინარე, რომ დღეის მდგომარეობით 2025 წლის 1 აპრილიდან ლიცენზირებას და ნებართვას დაექვემდებარა პიროტექნიკის, როგორც წარმოება, რეალიზება იმპორტი და ექსპორტი.
ექსპორტთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება 2028 წლიდან, თუმცა იმპორტი სხვა დანარჩენზე უკვე არსებობს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ორგანო. ლიცენზიის და ნებართვის გაცემა დაევალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ლიცენზია საჭიროებს რეალიზაციის და წარმოების უფლებას.
ბაზარზე არსებულ ყველა პიროტექნიკას უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, რომელი ქვეყნიდან არის და ასევე ინფორმაცია მისი სიმძლავრის შესახებ“, - ამბობს იურისტი.
როგორც იურისტი ამბობს, პიროტექნიკის შეძენაზე ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა და ასევე გარკვეული სახის ჯარიმებიც:
„16 წლიდან არის შესაძლებელი ყველაზე დაბალი კატეგორიის პიროტექნიკის შეძენა და გამოყენება. ხოლო სხვა კატეგორიის შემთხვევაში 18 წლიდან არის.
პირი, რომელიც ახორციელებს რეალიზებას, უნდა მოახდინოს შემძენის ინდენტიფიცირება ვისთან ახორციელებს გარიგებას.
ნებისმიერი პირი, რომელიც ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკის წარმოებას ან რეალიზაციას განახორციელებს, დაჯარიმდება. ჯარიმა 5 ათასი ლარიდან იწყება. ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, სალიცენზიო პირობების დარღვევა, პირველ ჯერზე 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, შემდგომ სამმაგდება.
პირი, რომელიც შეიძენს პიროტექნიკას ფსიქოლოგიურად უნდა იყოს ჯანმრთელი, არა ნასამართლევი ეს დანაშაულების სია კი წინასწარ არის განსაზღვრული. შემოსავლების სამსახურის აღრიცხავს ისეთ პირებს, ვისაც აქვს სერტიფიცირება გავლილი, ვისაც შეუძლია აღნიშნული პიროტექნიკის გამოყენება“, - ამბობს ზაურ ბლიაძე.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი