Digest Logo

„პარაცეტამოლი არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოსოციალურ ტკივილსაც აყუჩებს“ - რას წერს ექიმი ლევან შელეგია

1766555416
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პარაცეტამოლის შესახებ წერს და საზოგადოებას პრეპარატის დადებითი თვისებებზე აწვდის ინფორმაციას.

მისი თქმით, პარაცეტამოლის 24-საათიანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3000 მილიგრამს, რადგან პარაცეტამოლი საკმაოდ ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტია, ანუ აზიანებს ღვიძლს.

„იცოდით?

რომ პარაცეტამოლი (იგივე Acetaminophen, Tachipirina, Tylenol) არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქოსოციალურ ტკივილსაც აყუჩებს?  

ტკივილს, კბილის ფესვის ანთებით თუ საყვარელ ადამიანთან დაშორებით გამოწვეულს, ნეგატიურ ემოციურ კომპონენტს ანიჭებს თავის ტვინის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი არეალი - გირუს ცინგული (ACC, Anterior Cingulate Cortex)

დიდი ალბათობით, ზუსტად აქ ავლენს პარაცეტამოლი (ერთ-ერთ) ფარმაკოლოგიურ ეფექტს და ამცირებს ტკივილის ნეგატიურ ემოციურ კომპონენტს.

შედეგად კბილის, თავის და გულისტკივილი თანაბრად მეტად ასატანი ხდება.
პარაცეტამოლი ასევე ამცირებს ჩვენი ემპათიის უნარს. ალბათ იგივე მექანიზმით - ვეღარ ვგრძნობთ საკმარისად სხვის ტკივილს ჩვენს ტვინში.

რა უცნაურია, არა?!

მე ყოველთვის მონუსხული ვიყავი პარაცეტამოლის ასეთი მრავალფეროვანი და დღემდე ენიგმატური ფარმაკოლოგიით.

რამდენადაც მიმზიდველია ეს იდეა, მაინც ნუ მიიღებთ პარაცეტამოლს თუ გული ან სული გეტკინათ. ასეთი ტკივილების პარაცეტამოლით გაყუჩებისთვისთვის ჯერ დაველოდოთ სამეცნიერო კვლევების ამომწურავ პასუხებს.
გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ: პარაცეტამოლი საკმაოდ ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტია, ანუ აზიანებს ღვიძლს.

პარაცეტამოლის 24 საათიანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3000 მგ!!!

ანუ შეგიძლიათ მიიღოთ დღე-ღამეში ექვსი 500 მილიგრამიანი ან სამი ათასმილიგრამიან აბი/ტაბლეტი/სანთელი!
თუ თქვენ არ გაქვთ ჯანმრთელი ღვიძლი, ეს დოზა ასეთ შემთხვევაში ბევრად დაბალია!

თან არსებობს ტკივილის კატეგორია, რომელიც ყველამ უნდა შევიგრძნოთ, რომ ჩამოვყალიბდეთ ავტონომიურ, ზრდასრულ, ემპათიურ, მადლიერ ბიო-ფსიქო-სოციალურ არსებებად.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕„შენს გარეშე ცხოვრება სხვანაირია ბე, შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს...“ - რუსუდან ჩხაიძეს შვილიშვილი ემშვიდობება

⭕ტრაგედია ანრი ჯოხაძის ოჯახში - მომღერალს დედა გარდაეცვალა