Digest Logo

მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი. დახურული სივრცეების ხშირი ვენტილაცია, სიმპტომის გამოვლენისთანავე, დროული კონსულტაცია ექიმთან და იზოლაცია - ეპიდემიოლოგის რჩევები სეზონური ვირუსების გავრცელებაზე

1705387631
ინფიცირებული პაციენტი

სეზონური ვირუსების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია. ქვეყანაში, ძირითადად A ტიპის ვირუსები ცირკულირებს. ვირუსებს - მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, ასევე, სისუსტეც ახლავს.

ეპიდემიოლოგი მოსახლეობას რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე მოსახლეობას ვაქცინასიისკენ მოუწოდებს.

„სეზონური ვირუსებია. ეს ბუნებრივ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, შესაძლებელია პრევენციული ღონისძიების გატარება. მნიშვნელოვანია დახურული სივრცეების ხშირი ვენტილაცია, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროული კონსულტაცია ექიმთან და იზოლაცია. მნიშვნელოვან ეფექტურ ფაქტორს, მაინც,  ვაქცინა წარმოადგენს, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომია და შესაძლებელი არის 6 თვის ასაკიდან“, - აცხადებს ეპიდემიოლოგი ნათია გორდაძე.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„21 იანვარს ეპოქალური მოვლენაა, ეს ყველაფერი დიდი ცვლილებების დასაწყისს ნიშნავს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

🔵🎥 „ჩემი კომპლიმენტები და პატივისცემა ღირსეულ ფინალისტებს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ირაკლი მაქაცარია „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალიდან

🎥 „სინამდვილეში კი ყველაზე დიდი გამარჯვება ამ ამბავში, ამ ქალის სიხარულია“ - თედო ბექაურის ბებიის ემოციური კადრები