14 იანვარს, მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის ფინალი გაიმართა. გამარჯვებული, მაყურებლის გადაწყვეტილებით, მსახიობი თედო ბექაური გახდა. მას მთავარი პრიზი – ბინა ბაკურიანში ერგო.
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თათია ზუხბაია აქვეყნებს კადრებს, სადაც თედოს ბებიის ემოციები ჩანს, როდესაც თედოს სახელს და გვარს აცხადებენ, როგორც გამარჯვებულის.
„სინამდვილეში კი ყველაზე დიდი გამარჯვება ამ ამბავში, ამ ქალის სიხარულია“ - წერს ჟურნალისტი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიტყვები ზედმეტია, ეს იყო საოცარი ნომერი“ - ბაბი კირკიტაძის და ნიკო ნანიტაშვილის „ტანგო“