Digest Logo

🎥 მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ნივრის ყიდვის დროს აუცილებლად უნდა იცოდეთ! - ჩინური VS ქართული ნიორი

1721809384
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე.

იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად იგი საზოგადოებას მორიგ რჩევას უზიარებს - რატომ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩინური ნივრის ყიდვა და როგორ გავარჩიოთ ქართული ნიორი.

„ნიორი უნდა იყიდოთ ქართული. ბოლოში თუ გაპრიალებულია და სულ ქათქათა თეთრია, ის არ არის ქართული, ეს არის ჩინური და მძიმე მეტალებით სავსე. 

მსოფლიო ბაზარზე ყველა ქვეყანაში არსებობს ჩინური ნიორი. ბევრი ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს იქ ითესება თუ აქ ითესებაო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩინური ნიორი ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი, ჩინელები საშინელ წყალს იყენებენ, კანალიზაციის წყალი მიდის პირდაპირ მიწებში. ამას იყენებენ ფერმერები, რათა მოიყვანონ მოსავალი.

არსებობს ნივთიერება Mithyle bromite, რასაც ჩინელები იყენებენ და ძალიან ცუდია ნერვული მდგომარეობისთვის, გულისთვის და ფილტვებისთვის. ბევრ ქვეყნებშია აკრძალული ჩინური ნიორი, ინდოეთში 20 ლარი ღირს ნიორი.

ადგილობრივი ნიორი ცოტა ძვირია, მაგრამ ყოველთვის იყიდეთ ქართული“, - ამბობს არუნ ხათრი.

მეტი საინტერესო ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე და გამოიწერეთ მისი არხი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„საოცრად ლამაზი ორსული ხარ“ - ირაკლი ნოზაძე და ია დუდაშვილი ბორჯომში ისვენებენ

მარიტა როხვაძემ საცურაო აუზზე გადაღებული პიკანტური ფოტოები გამოაქვეყნა - „ყველაზე მაგარი გოგო ხარ“

„გვიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად“ - გიორგი ცხადაძის შვილი 4 წლის გახდა