Digest Logo

„მონელების პროცესების დარღვევა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა“ - რა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი კვერცხის მიღებამ

1775901289
ინგა მამუჩიშვილი

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

იგი გვიხსნის, რა რაოდენობის წითელი კვერცხი შეიძლება მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში და რა შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტის მიღებამ:

🌿🥚აღდგომის სუფრა და წითელი კვერცხები ბავშვებისთვის ნამდვილად განსაკუთრებული სიხარულია და თანაც, კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სრულფასოვანი საკვებია, ამ დღეებში განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ ბავშვებს კვერცხისადმი!

კვერცხი პრაქტიკულად „სუპერ საკვებია“, ის შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, შეიცავს ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რაც საჭიროა ზრდისა და ქსოვილების განვითარებისთვის.

✅ქოლინი -ტვინის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია (მეხსიერება, კონცენტრაცია)

✅ვიტამინები - A, D, B12,B2,B5 → იმუნიტეტი, ძვლები, ნერვული სისტემა

✅რკინა და თუთია -ანემიის პრევენცია და იმუნური მხარდაჭერა

✅ომეგა-3 (განსაკუთრებით სოფლის კვერცხში)-ტვინისა და მხედველობის განვითარების წყაროა.

‼️განსაკუთრებით სასარგებლოა პუბერტატულ პერიოდში, აქტიური ზრდის პერიოდში და ინფექციის გადატანის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესებისთვის!

👶 რამდენი კვერცხი შეიძლება ბავშვმა მიიღოს დღეში?

რეკომენდაციები ასაკის მიხედვით:

✅1-3 წელი: ½-1 კვერცხი დღეში

✅3-7 წელი: 1 კვერცხი დღეში

✅7+ წელი: 1-2 კვერცხი დღეში აღდგომის დღეებში შეიძლება ერთჯერადად ცოტა მეტი (2-3 კვერცხი), მაგრამ არა ყოველდღიურად.

‼️ზედმეტი კვერცხის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს:

❗️მონელების პროცესების დარღვევა, მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულისრევა

❗️ალერგიული რეაქციები – განსაკუთრებით პატარა ასაკში (გამონაყარი, ქავილი)

❗️ქოლესტერინის დროებითი მატება - ხანგრძლივი გადაჭარბებისას

❗️ცილით გადატვირთვა -თირკმელებზე ზედმეტი დატვირთვა (იშვიათად, მაგრამ გასათვალისწინებელია).

‼️ზოგადად უმჯობესია მოხარშული კვერცხი, არა შემწვარი

✅არ მივცეთ ერთდროულად ბევრი (ბავშვები აღდგომაზე ხშირად „ეჯიბრებიან“ ერთმანეთს 😄)

✅დავაკვირდეთ ალერგიის ნიშნებს 🥚.

🌿აღდგომის კვერცხი ჯანმრთელობის სიმბოლოა, მაგრამ ბავშვთა ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვა და ყველაზე კარგი საკვები მაინც ზომიერებაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

გიორგი კეკელიძე 42 წლის გახდა - რას წერს მწერალი

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 11 აპრილის ასტროლოგიურ ენერგიებზე

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც უახლოესი რამდენიმე კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება