ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს და ამბობს, რომ ყველა ბავშვი პიროვნებაა, ამიტომ რეალური საჭიროების დროს მას ბოდიში უნდა მოუხადოთ.
გარდა ამისა, ნანა ფიფია გირჩევთ, რომ სახლიდან გასვლისას შვილს აუცილებლად დაემშვიდობოთ:
„მოუხადეთ ბოდიში შვილს, როდესაც ამის რეალური საჭიროებაა. ნუ გგონიათ, რომ ამით თქვენი როგორც მშობლის ავტორიტეტი შვილის თვალში შესუსტდება ან შეილახება, პირიქით! და კიდევ, ნუ ფიქრობთ, რომ სუსტი გამოჩნდებით! არა!
უთხარით მადლობა შვილს. თქვენ თუ არ ეუბნებით, რატომ გაქვთ იმის მოლოდინი რომ შვილმა უნდა გითხრათ?!
სახლიდან გასვლისას დაემშვიდობეთ!
სახლში დაბრუნებისას, მიესალმეთ და მოიკითხეთ. პასუხს დაელოდეთ და მოუსმინეთ შვილს!
ბავშვი პიროვნებაა“, - წერს ნანა ფიფია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნოეს საახალწლოდ ოცნებაც აუხდა🪄“ - რა ფოტოებს აქვეყნებს დუეტი „ლეონი“