Digest Logo

🎥 „მთელმა სამყარომ მათ გარშემო უნდა იბრუნოს“ - სად გადის ზღვარი ბავშვურ რეაქციებსა და პასუხისმგებლობას შორის: ნუგზარ ძიძიგურის განმარტება

1794930934
ნუგზარ ძიძიგური

„სალომე კასრაძის პოდკასტში“ პიროვნული განვითარების სპეციალისტმა ნუგზარ ძიძიგურმა ემოციური უმწიფრობისა და ბავშვური ინფანტილიზმის მთავარ ნიშნებზე ისაუბრა.

როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანი ზრდასრულ ასაკშიც ბავშვური რეაქციებითა და ქრონიკული წყენით ცხოვრობს, მუდმივად სხვებში ეძებს დამნაშავეს და ეგოცენტრული მსოფლმხედველობის გამო ემპათიისა და უპირობო სიყვარულის უნარს მოკლებულია.

- რა ქცევა გასცემს ადამიანის ემოციურ უმწიფარობას?

ნუგზარ ძიძიგური: ემოციურად მოუმწიფებელი ადამიანი არის ის, რომელიც ცხოვრებაზე რეაგირებს, როგორც ბავშვი. ანუ პასპორტით არის 45 ელის და რეაგირებს, როგორც 8 წლის ბავშვი. ეს გამოიხატება ქრონიკულ წყენაში, უპასუხისმგებლობა, რომელიც ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ პრობლემებში სხვა არის დამნაშავე. ეს პრობლემები რომ გდაიჭრას, მისი აზრით სხვა უნდა შეიცვალოს. ეძებენ დამნაშავეს და ჰგონიათ, რომ თუ იპოვიან და ვიღაც შეიცვლება, მას ყველაფერი წესრიგში ექნება. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივ ქრონიკულ წყენებში არიან. ადამიანი არ მოქმედებს და იყენებს ასეთ სიტუაციას. მტელმა სამყარომ უნდა იბრუნოს მათ გარშემო.

- რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ გამოვიდეს ბავშვური ინფანტილიზმიდან:

ნუგზარ ძიძიგური: ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა არის მოუმწიფებლობის სახეობა. ეგოცენტრული მდგომარეობა და სიყვარული არის სხვადასხვა. არ შეუძლია ეგოცენტრულს, რომ ემპათია ჰქონდეს. უპირობო სიყვარული მაღალი დონეა და სანამ იქამდე მიხვალ ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ კალათბურთი| საბერძნეთთან და პორტუგალიასთან მატჩებისთვის ალექსანდრ ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

⭕ რატომ მოქმედებს მაგია კარგ ადამიანებზე და რა ქმნის ჩვენს ენერგეტიკულ სისუსტეს - რას წერს ეზოტერიკოსი ნინო ლეჟავა

⭕ 5 მთავარი სინანული სიცოცხლის ბოლოს და ასტროლოგ ქეთი ოდიშელის ემოციური გაფრთხილება - რა უნდა შევცვალოთ, სანამ დროა?

✕