Digest Logo

5 მთავარი სინანული სიცოცხლის ბოლოს და ასტროლოგ ქეთი ოდიშელის ემოციური გაფრთხილება - რა უნდა შევცვალოთ, სანამ დროა?

1794921927
ქეთი ოდიშელი

პალიატიური განყოფილების ყოფილი მედდის, ბრონი ვერის მიერ პაციენტთა უკანასკნელ სინანულებზე დაკვირვებისა და ფსიქოლოგების მიერ დადასტურებული მთავარი ცხოვრებისეული შეცდომების საფუძველზე, ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადაფასების დროა.

როგორც ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში წერს, სანამ დროა, თითოეულმა ჩვენგანმა უარი უნდა თქვას სხვების მსახურებაზე, დაიცვას პირადი საზღვრები და გაბედოს იცხოვროს ისე, როგორც რეალურად სურს, რათა მომავალში წარსულის გამო თავს დაუფარავი სინანულის უფლება არ მისცეს:

„რას აკეთებ?

ბრონი ვერი პალიატიური განყოფილების ყოფილი მედდაა, რომელმაც წლები გაატარა ისეთ პაციენტებთან, რომელსაც რამდენიმე დღის სიცოცხლე ჰქონდათ დარჩენილი.

მან აღმოაჩინა, რომ ამ ადამიანებს, მიუხედავად სხვადასხვა სიტუაციებისა მსგავსი სინანული და გულის ტკივილი აერთიანებდათ. ბრონიმ ეს ყველაფერი თავის წიგნში „მომაკვდავის TOP 5 სინანულის მიზეზი“ აღწერა.

მოგვიანებით ფსიქოლოგებმაც დაადასტურეს ეს 5 მიზეზი... ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ თუ :

👉 არ გყოფნის გამბედაობა იცხოვრო ისე, როგორც შენ გინდა

👉 ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავ სამსახურზე და მუშაობაზე

👉 ვერ გამოხატავ შენს გრძნობებს

👉 ხედავ რომ მეგობრებთან ურთიერთობა ფუჭდება

👉 თავს არ აძლევ ბედნიერების უფლებას ☀️დაიწყე ცვლილებები დღესვე!

🫴გააკეთე რაღაც ახლებურად!

🫴გააკეთე რაიმე ისეთი, რაც სიამოვნებას მოგგვრის!

🫴დაიწყე პირადი საზღვრების გამიჯნვა, ყოველი სხვისთვის ნათქვამი "არა", საკუთარი თავისთვის - "კი"ს ტოლფასია ამ შემთხვევაში!

🫴 გამოხატე, გამოთქვი, ამოთქვი რომ გიყვარს, გიყვარდა!“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობ...“ - რა გველოდება 2027 წლამდე: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„მე იქ მოვხვდი, სადაც ყოფნაზე ოდესმე მიოცნებია“ – როგორ შეცვალა „ღამის შოუს“ ბენდის ახალ წევრს ცხოვრება ერთმა ზარმა?

⭕ 17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა - „იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი...“

✕