Digest Logo

🎥 „მთის ქალი ვარ, მაგრამ არ ვარ ჯიუტი და მკაცრი, მეუღლის საუკეთესო გულშემატკივარი ვარ…“ - თათა გიორგობიანი

1719836760
თათა გიორგობიანი

ბენდ „ღამის შოუს“ ერთ-ერთი სოლისტი, ულამაზესი მომღერალი, ფსიქოლოგიის ქოუჩი თათა გიორგობიანი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც მან ზაფხულის არდადეგებსა და დასვენების სხვადასხვა საშუალებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის და მისი მეუღლე თავისუფალ დროს სხვადასხვა წიგნებს კითხულობენ და შემდეგ მასზე მსჯელობენ და კამათობენ - რაც მათი დასვენების და განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა.

„მთავარი ოქროს წესი უნდა იყოს ყოველდღიური. გარდა იმისა, რომ ზაფხულში მოდის არდადეგები, დღეში მინიმუმ ერთი საათი საკუთარ თავს უნდა დავუთმოთ. პირველი ესაა ძილი, რეკომენდებულია 8 საათი. მეორე ჯანსაღი კვებაა, რაც შინაგან არეულობას აგვარებს. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, თუ ვერ ახერხებთ დარბაზში სიარულს, კარგია ფეხით სიარული. მეოთხე ფაქტორი რაც უნდა გამოვყო ეს არის მედიტაცია“,- ამბობს თათა გიორგობიანი.