Digest Logo

„ნამდვილი სიყვარული იმიტომაა საშიში, რომ ის სრულ სიშიშვლეს და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს“ - რას წერს ფსიქოლოგი

1776595967
ნინი დგებუაძე

ხშირად გვესმის, თუ რა რთულია ტოქსიკური ურთიერთობიდან გამოსვლა, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ ბევრ ჩვენგანს რეალურად…

ჯანსაღი ურთიერთობა უფრო მეტად აშინებს?  აქ ერთი მარტივი, მაგრამ მტკივნეული ფსიქოლოგიური ჭეშმარიტება იმალება: ქაოსში დამალვა მარტივია.

ტოქსიკურ დინამიკაში ჩვენი ენერგია მუდმივ „გადარჩენაზე", კონფლიქტებსა და დამნაშავის ძიებაზე იხარჯება.
დრამა შესანიშნავი ფარია.

ის გვაძლევს საშუალებას, თვალი დავხუჭოთ საკუთარ შინაგან სამყაროზე და პასუხისმგებლობა სხვას გადავაბაროთ.

ჯანსაღი ურთიერთობა კი სრულიად სხვა წესებით თამაშობს. ის არ გაძლევს გაქცევის საშუალებას. ის სუფთა სარკესავითაა ზუსტად იმას განახვებს, რაც შენშია.

როცა ქაოსი ქრება და დგება სიმშვიდე, ზედაპირზე ამოდის ჩვენი შიშები, დაუცველობის განცდა და წარსულის იარები. იქ აღარ არის დრამა, რომლის მიღმაც დავიმალებით. ასეთი ურთიერთობა გაყენებს ფაქტის წინაშე და გეუბნება: „მენდე, იყავი გულწრფელი და გაიზარდე ჩემთან ერთად“.

ნამდვილი სიყვარული იმიტომაა საშიში, რომ ის სრულ სიშიშვლეს და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. გაიძულებს შეხვდე შენს ნამდვილ მეს ყოველგვარი ნიღბის გარეშე.

როცა ურთიერთობაში მუდმივი პრობლემებია, შინაგანად ნაწილობრივ უკვე შეგუებული ხარ მის დასრულებას. მაგრამ როცა იპოვი რაღაც მართლაც ღირებულს, ჩნდება ახალი, ძალიან ძლიერი შიში - „რა მოხდება, თუ ამას დავკარგავ?“, „იქნებ ყველაფერი ეს დიდი ტყუილია “.

თქვენ თუ დაფიქრებულხართ ამაზე? გიგრძნიათ ოდესმე შინაგანი შფოთვა მაშინ, როცა ყველაფერი „ზედმეტად კარგად“ ან მშვიდად იყო?

ასევე დაგაინტერესებთ:

🧿🕯ნეგატიური ზემოქმედების ნიშნები - როდის ღირს საკუთარი ენერგოველის შემოწმება

„ვაგინიზმი, როგორც ბიოფსიქოსოციალური ფენომენი, ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის ან უშვილობის მიზეზი“ - რას წერს ფსიქოთერაპევტი

„გაწუხებთ მშრალი ხველა? სცადეთ ეს მარტივი ბუნებრივი საშუალება...“ - არუნ ხათრის რეკომენდაციები