„იუთუბის“ არხზე გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ბიძინა კულუმბეგოვმა გაზიანი სასმელების შესახებ ისაუბრა.
როგორც თავად აღნიშნა, ნებისმიერი გაზიანი სასმელი ადამიანის იმუნიტეტის ერთ-ერთი მტერია:
„ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ანტიბიოტიკს რომ დავლევთ მიკრობიომის გამოსწორებას თვეები, წლები სჭირდა.
ახლა საშუალებები, რომლებიც გაზიანი სასმელები, კიდევ ერთხელ ამას დავასახელებ, ყველამ იცის ეს.
ადამიანები სალაღობო თემად იყენებენ, რომ ამით შეიძლება უნიტაზი გარეცხო, შეიძლება ჭუჭყი მოაცილო. ისინი ყველანი აკეთებენ ამ მიკრობიომის, როგორც ანტიბიოტიკის დაზიანებას. თუ ადამიანი ყოველდღიურად ამას იყენებს, ალტერაცია, ჩვენი დაზიანება მიკრობების არის მუდმივი პროცესი.
დალიეთ წყალი“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ: