გერმანიაში მოღვაწე ექიმი ლევან შელეგია პანიკური შეტევების შესახებ საზოგადოებაში არსებულ მითებს ახსნას უძებნის და აცხადებს, რომ ყველაზე ძლიერი პანიკური შეტევაც კი სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
მედიკოსის განმარტებით, პანიკური და შფოთვითი აშლილობა მსუბუქი კატეგორიის მდგომარეობაა, რომელიც სწორი ფსიქოთერაპიული მიდგომით ბოლომდე იკურნება:
„აი, ეს არის სრული სიმართლე პანიკური შეტევების შესახებ:
1.️ პანიკურ შეტევას, აი ყვეეელაზე ძლიერსაც კი, არავინ არ მოუკლავს!
შესაბამისად, ვერც შენ იქნები გამონაკლისი, ანუ არც შენ მოკვდები!
ჰოდა, ნუ გაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა.
2. გული თუ ძალიან აგიჩქარდა, მხოლოდ იმიტომ, რომ გულს ეს უპრობლემოდ შეუძლია.
რომ გაიქცევი, გაირბენ, საუნაში შეხვალ, სექსი გაქვს და პულსი მატულობს, მაშინ რატომ არ გეშინია?
3. სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება შენი ამიგდალას უნამუსო ტყუილია!
დამერწმუნე, სატურაცია არ დაიწევს! პირიქით, მთლად 99%-100% შეიძლება გახდეს ადრენალინით გამოწვეული ბრონქების გადართოების ფონზე.
4. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ „გაგიჟდები“, რადგან არ ახსოვს ისტორიას ისეთი მსუბუქი აშლილობით, როგორიცაა პანიკური თუ შფოთვითი აშლილობა, გაგიჟებული ადამიანი.
კი, სწორად წაიკითხე: შედარებით სხვებთან პანიკური ნამდვილად მსუბუქი აშლილობაა, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის ბოლომდე იკურნება სწორი მიდგომით.
5. პანიკური შეტევა ყოველთვის თავისით მთავრდება წუთებში. დიდი ალბათობით სანამ სასწრაფო მოვა, შენ უკვე უკეთ იქნები.
თუ გინდა ტვინმა მთელი ყურადღება არ მიაქციოს ნეგატიურ სიმპტომებს, პირში ჩაიდე რამე ძაალიან, ექსტრემალურად მჟავე.
6. შენს გარშემო ეს უამრავ ადამიანს აქვს! არ ხარ მარტო, პირობას გაძლევ!
10 მომართვიდან 8 ზუსტად ამას ეხება.
7. შესაბამისი ფსიქოთერაპია პანიკურ აშლილობას და შეტევებს ბოლომდე კურნავს საკმაოდ უპრობლემოდ.
ვინც გეტყვის, რომ ეს სულ ასე იქნება და უნდა შეეჩვიო, ან ბოროტია, ან უვუცი, ან ორივე ერთად!
8. ერიდე ბენზოდიაზეპინების (დიაზეპამი და ყველა სხვა -ზეპამი, ქსანაქსი, იგივე ალპრაზოლამი...) რეგულარულად გამოყენებას.
მათი გამოყენება დასაშვებია, როგორც გადაუდებელი შემთხვევის პრეპარატი (emergency drug) ან უმძიმეს შემთხვევებში პირველი რამდენიმე კვირა, სანამ ფსიქოთერაპია ან ანტიდეპრესანტები დაიწყებს სრულ მოქმედებას.
9. შეიძლება მსუბუქი ვარიანტი შენც მართო. ამ გვერდზე იპოვი ყველა საჭირო ინფორმაციას ამისთვის.
თუ არ გამოგივა, არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ! ასეთ შემთხვევაში გადადე ყველაფერი და მიმართე ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს მაინც, რომ მკურნალობის გარეშე უფრი წინ არ წავიდეს დაავადება.
10. არც ერთი მენტალური დაავადება არ არის სირცხვილი და არ ტეხვს.
თუ ეს ვინმემ გითხრა ან გაგრძნობინა, წარმოიდგინე, რომ ქაჯეთის ციხის რიგითი სახედარია და ასე აღარც გეწყინება.
გახადე ჯანმრთელობა პრიორიტეტი #1!
გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ყველაზე იღბლიანი დღეები ოქტომბერში! - თაკო მელიქიშვილის პროგნოზი
⭕ „მოიწესრიგეთ თავი და განწყობა შეიქმენით!...“ - 4 ოქტომბრის ენერგიები
⭕„ნუ გახდებით მხოლოდ ემოციების ამარა“ – რას გვირჩევს ლევან შელეგია კრიზისულ პერიოდში