Digest Logo

🎥 როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან პანიკურია თუ გულის შეტევა? - ზაზა თელიას რეკომენდაციები

1772611657
ზაზა თელია

გულმკერდის ტკივილი, პანიკური შეტევა თუ გულის შეტევა - როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„სპეციალისტებსაც კი გვიჭირს ზოგჯერ ეს არის გულის შეტევა, ინფარქტი თუ პანიკური შეტევა. თუ ეჭვი გვაქვს გულის პრობლემასთან, გულის შეტევაზე არ უნდა დავკარგოთ დრო და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო. ამაში  შეიძლება, დრო დაიკარგოს. გულის შეტევისა და პანიკური შეტევის სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

განმასხვავებელი ნიშნები:

ტკივილის ხასიათი - გულის შეტევის დროს გვაქვს ზეწოლის, მოჭერის, სიმძიმის შეგრძნება.

პანიკური შეტევის დროს ჭვალივით არის, მჭრელი ჩხვლეტითი ან ელექტროშოკისმაგვარი ლოკალიზაცია გულის არეში. გულის შეტევის დროს, შეიძლება გადადიოდეს მხარში და კისერში ტკივილი. პანიკური შეტევის დროს მხოლოდ გულის არეშია. 

გულის შეტევის დროს სიმპტომები ხანგრძლივად გრძელდება.

პანიკური შეტევის დროს, შეიძლება 10 წუთზე მეტი არ გაგრძელდეს. მაქსიმუმ 20-30 წუთი.

მიზეზები:

შეტევის დროს - გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ირღვევა სისხლის გადაადგილება.

პანიკური შეტევა ხშირად იწყება სტრესის ფონზე“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიტყვებთან თამაში დაგეხმარებათ საჭირო ემოციის გამოტანაში...“ - თაკო მელიქიშვილი 4 მარტის ენერგიებზე

⭕„არ ვიწყებთ ახალ - მნიშვნელოვან საქმეებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ილუზორული სისწრაფე: რატომ ვანგრევთ ცხოვრებას სიჩქარით? - რას წერს რამაზ გიგაური