Digest Logo

🎥 პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, მწვანილი - 10 საკვები პროდუქტი, რაც მაცივარს არ უნდა გააკაროთ!

1748957932
პომიდორი მაცივარში

სამწუხაროდ, ხშირად, ყველა სახის პროდუქტს მაცივარში ვინახავთ, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. არის თუ არა ეს მიზანშეწონილი? შეიძლება თუ არა ყველაფრის მაცივარში შენახვა - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრეს. 

როგორც წამყვანი ამბობს, ყველაფრის მაცივარში შენახვა არ შეიძლება. პური აუცილებლად საყინულეში უნდა შევინახოთ, მოხმარებამდე 20-25 წუთით ადრე  უნდა გამოვიღოთ. 

მაცივრიდან კარაქს გამოყენებამდე 15 წუთით ადრე უნდა გამოვიღოთ. 

10 პროდუქტი, რაც აუცილებლად უნდა მოაშოროთ მაცივარს: 

  • პომიდორი - მაცივარი აჩერებს მის დამწიფების პროცესს. 
  • მწვანილი - რეჰანი არ შეინახოთ მაცივარში
  • კარტოფილი - სახამებელი უფრო ტკბება, რის გამოც გემო ეკარგება
  • ხახვი - ტენიანობა დაარბილებს
  • ავოკადო - დიდხანს იქნება ჯანსაღი თუ არ შედებთ მაცივარში
  • ნიორი - ტენიანობა დაარბილებს
  • პური - მხოლოდ საყინულეში!
  • ზეთისხილი - ეცვლება გემო, სტრუქტურა. 
  • ყავა - დაკარგავს გემოვნურ თვისებებს. 
  • თაფლი - კრისტალირდება, გემოს იცვლის.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნინა სანაძეს გაუმარჯოს...“ - დუდა სანაძეს და ანუნა მდივნიშვილს მეორე შვილი შეეძინათ

„დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი და სეტყვა...“ - 3-4 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

🎥 „გაუჭირდათ ჩემი დათანხმება“ - თამარ გვერდწითელის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე