Digest Logo

🎥 „ქალს დაორსულების შანსი თვეში მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს“: როდის უნდა დავიწყოთ უშვილობაზე ფიქრი? – რას ამბობს გინეკოლოგი

1792071368
 გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილთ

ექიმი, რეპროდუქტოლოგი და გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი პოდკასტში GrlzWav იმყოფებოდა სტუმრად. მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და ერთ-ერთი თემა ორსულობის საკითხს შეეხო. 

მგალობლიშვილის თქმით, როდესაც 2-დან 4 თვემდე ორსულობა არ დგება, ეს ნორმალურია, ხოლო თუ 1 წელზე მეტი ხანი არ დგება ორსულობა, ამ დროს წყვილმა ექიმს უნდა მიმართოს.

„ხშირად მოგვმართავენ ისეთი პაციენტები, რომლებიც მთელი ცხოვრება იცავდნენ თავს ორსულობისგან და შემდეგ აღმოაჩინა, რომ 2 თვის გასვლის შემდეგ არ დაორსულდა. 

წყვილი, რომელიც ხშირად იცავს, თავს თუმცა ხშირია შემთხვევა, როცა ერთხელ არ დაიცვა თავი და სწორედ მაშინ დაორსულდა.

თუ წყვილს უნდა ბავშვი 1 წლის განმავლობაში ცდილობენ შვილის ყოლას და ამ ხნის მანძილზე არ დგება ორსულობა, ეს არის უშვილობა. 

თუმცა, როდესაც 2-დან 4 თვემდე არ დგება ორსულობა, ეს არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას - სულაც არ არის აუცილებელი და სანერვიულო თუ 1-2 თვის განმავლობაში ორსულობა არ დადგა. 

სტატისტიკურად 1 სქესობრივ კავშირზე დაორსულების შანსი არის 20-25% 20-25 წლამდე ასაკის წყვილებში, ეს ასაკი არის პიკი, როდესაც ქალს და კაცს შვილოსნობის ყველაზე მაღალი უნარი აქვს.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ მამაკაცს ყოველი სქესობრივი კონტაქტის დროს - ანუ ყოველი ევაკულაციის დროს შეუძლია განაყოფიერება, ხოლო ქალს აქვს შანსი დაორსულების, როდესაც გამოიყოფა კვერცხუჯრედი, ეს კი ხდება დაახლოებით თვეში ერთხელ და გრძელდება 1 ან 2 დღე“, - აღნიშნავს მგალობლიშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

✕