Digest Logo

„ქათმის ბიბილო მოხარშეთ ნელ ცეცხლზე სუპში და დალიეთ ბულიონი...“ - რა რეკომენდაციას გვიზიარებს არუნ ხათრი

1768145532
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს ქათმის ბიბილოს სასარგებლო თვისებებზე:

„ქათმის ბიბილო არის დავიწყებული სუპერ საკვები.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბუნებრივი წყარო კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის რაც უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას და სახსრებს ამაგრებს. ის ეხმარება კანის გამკვრივებას და ბზინვარებას. ნაოჭების შემცირებას მუხლების უკეთ შეზეთვას.

სახსრების ტკივილის და გაშეშების შემცირებას. ეს არის ნივთიერება რაც ძვირად ღირებულ სილამაზისა და სახსრების დანამატებშია მაგრამ აქ ისინი მოდის ნამდვილი საკვებიდან.

ქათმის ბიბილო მოხარშეთ ნელ ცეცხლზე სუპში და დალიეთ ბულიონი. დაამატეთ ლიმონი ან ძმარი რომ მეტი კოლაგენი გამოვიდეს.

ბებია ბაბუებმა იცოდნენ ეს საიდუმლო ჩვენ კი დავივიწყეთ, გააზიარეთ რომ ეს სიბრძნე არ დაიკარგოს“, - წერს არუნ ხათრი.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მეუფე შიო: ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ

🔵„ჩემი საყვარელი ოჯახი“ - რა კადრებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი მეუღლის დაბადების დღის წვეულებიდან

🔵თურქი მსახიობი ჯან იამანი ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის დროს დააკავეს