ცნობილი კლინიკური ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე თავის პოდკასტში საზოგადოებაში გავრცელებულ მძიმე სტერეოტიპებსა და მითებს უპირისპირდება და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის {ADHD} შესახებ ვრცლად საუბრობს. იგი საკუთარ მაგალითზე დაფუძნებულ ემოციურ ისტორიას აზიარებს და განმარტავს, თუ რეალურად როგორ მუშაობს ADHD-იანი ადამიანის ტვინი.
„ბავშვობიდან სხვანაირი ვიყავი... სულ აფორიაქებული ვარ, რაღაც ახალს ვიწყებდი. მაგრამ დიაგნოზმა მომცა საშუალება, ჩემი თავი შემესწავლა. ეს არ არის სიზარმაცე, ინტელექტის ნაკლებობა ან გულგრილობა, ეს ტვინისა და ნერვული სისტემის განსხვავებული მუშაობაა“, - აღნიშნავს მინდია გაბიჩვაძე.
ძირითადი მიგნებები და მეთვრამეტე საუკუნის სტერეოტიპების მსხვრევა:
„ყურადღების ნაკლებობა არ არის, ეს რეგულირების სირთულეა, ADHD-ს მქონე ადამიანებს შეუძლიათ ღრმა კონცენტრაცია იმ საქმეზე, რაც აინტერესებთ და ემოციებს იწვევს მათში, თუმცა რუტინული და ერთფეროვანი საქმეებისთვის ყურადღების შენარჩუნება უჭირთ. ზრდასრულებში ADHD არ გამოიხატება მხოლოდ ფიზიკური მოუსვენრობით - ის შინაგანი ძაბვით, დროის ცუდი მართვით, დაუსრულებელი პროექტებითა და მძაფრი ემოციური რეაქციებით ვლინდება. ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და ADHD-ს შორის კავშირი არ არსებობს. ამის დასტურად ლეონარდო და ვინჩის, ალბერტ აინშტაინისა და სხვა ცნობილი ადამიანების ისტორიები მოჰყავთ, რომლებსაც მსგავსი ნევროლოგიური თავისებურებები ჰქონდათ. წლების განმავლობაში დიაგნოზის არცოდნა ადამიანებში თვითბრალდებას, კრიტიკასა და სირცხვილის მძიმე ტვირთს აყალიბებს, რაც ხშირად შფოთვასა და დეპრესიაში გადაიზრდება. მედიკამენტური მკურნალობის გარდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფსიქოთერაპიას, საკუთარი თავის გააზრებასა და გარშემომყოფების მხრიდან სწორ მიდგომას. ტვინი დაზიანებული არ არის, უბრალოდ ჩვენი ტვინი სხვანაირად მუშაობს. როდესაც გაიგებ, რომ სამყაროს სხვანაირად აღიქვამ, შეწყვეტ ბრძოლას საკუთარ თავთან და დაიწყებ თანამშრომლობას“, - ამბობს ფსიქოლოგი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: