Digest Logo

🎥 რა არის არტერიული ჰიპერტენზია და რის საფუძველზე შეიძლება დიაგნოზის დასმა? - ნინო ნადირაძის რჩევები

1739617273
ნინო ნადირაძე

თანამედროვე სამედიცინო სახელმძღვანელო არტერიულ ჰიპერტენზიას განმარტავს როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მყარ და ხანგრძლივ მომატებას.  არტერიული წნევა არა  სტატიკური მაჩვენებელი, არამედ დინამიკური მაჩვენებელია და ფიზიკური დატვირთვისა თუ ფსიქოემოციური მდგომარეობის მიხედვით განიცდის ცვლილებას. წნევა იცვლება ჯანმრთელ ადამიანებში მაგ. ფიზიკური დატვირთვის დროს წნევა მოიმატებს, ხოლო მოსვენებისას ნორმას უბრუნდება.  არტერიული ჰიპერტენზიის დროს კი წნევა სცდება დასაშვები ნორმის ფარგლებს.

რის საფუძველზე შეიძლება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმა?- აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმუნიტეტი“ ტელეწამყვანმა, „ვივამედის“ დირექტორმა, ექიმმა ნინო ნადირაძემ ისაუბრა:

„მდედრობით სქესში უფრო ნაკლებია, ვიდრე კაცებში. ერთჯერადად დაფიქრსირებული ციფრები არ ნიშნავს, რომ ადამიანი ჰიპერტონიკია. 

არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასასმელად რამდენჯერმე უნდა იყოს დაფიქსირებული მაღალი წნევა, არა ერჯერადად, არამედ მრავალჯერ. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს“, - ამბობს ნინო ნადირაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ ამას გამოართმევ აღარაფერი დარჩება, ჩამოიშლება“ - დამოკიდებულება გაჯეტებზე, მარინა კაჭარავას რჩევები მშობლებს

ზოდიაქოს ნიშნების 5 წყვილი, რომლებსაც ყველაზე ძლიერი და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება შეუძლია

„4 შვილის დედა და ასეთ ფორმაში, ბრავო“ - თაკო ტაბატაძე პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს