Digest Logo

🎥 რა არის ჩიყვი და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ის? - ექიმის რჩევები

1732178310
ნინო ანანიკოვი

თოდუას კლინიკის რადიოლოგი, ნინო ანანიკოვი სტუმრად გადაცემაში „იმედის დილა“ იმყოფებოდა, სადაც ფარისებრ ჯირკვალზე ისაუბრა და საზოგადოებას რჩევები გაუზიარა.

„ჩიყვი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილების აღმნიშვნელი ნიშანი. ეს მოიცავს როგორც დიფუზიურ გადიდებას, ასევე კეროვან ცვლილებებს. მარტო ანალიზი და ჰორმონალური სტატუსის კონტროლი არ გამორიცხავს ჩიყვის პათოლოგიას.

დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სტატუსის დარღვევის მიხედვით. ხშირ შემთხვევაში კვანძოვანი და კეროვანი ჩანართები გამოვლინდება პროფილაქტიკის მიზნით ჩატარებულ სკრინინგზე. ძირითადად ეს ხდება ულტრაბგერის შემთხვევაში“, - აღნიშნა ნინო ანანიკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს 21 წლამდე ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

🎥 To my mom - ანდრია ფუტკარაძის შთამბეჭდავი შესრულება

🎥 უნდა შევაფასოთ თუ არა ბავშვების გარეგნობა მათ თვალწინ და როგორია ბავშვთან მიდგომა, თუ მშობლები ერთად არ ცხოვრობენ? - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს