Digest Logo

🎥 რა ასაკში უნდა მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია მშობლების განშორების შესახებ? - ფსიქოთერაპევტის რეკომენდაცია

1753721163
ნინა მენაღარიშვილი

წყვილების დაშორების დროს ერთ-ერთი დიდი სირთულე შვილებისთვის ამ ახალი ამბის შეტყობინებაა. ეს ემოციებზე დარტყმაა ნებისმიერ ასაკში, მაშინაც კი, როცა ისინი იმდენად დიდები არიან, რომ მშობლებთან აღარ ცხოვრობენ.

იმისათვის, რომ შვილებმა ნაკლები სტრესი მიიღონ ამ ამბისგან, მშობლებმა ერთად უნდა დაგეგმონ, როგორ მიაწოდებენ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბავშვებს, მათი ასაკისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით. სასურველია, რომ ყველა შვილს ერთდროულად მოუყვნენ დაშორების შესახებ და შემდეგ თითოეულთან ცალკე ისაუბრონ ამ თემაზე.

რა ასაკში უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია მშობლების განშორების შესახებ - ამ თემაზე ფსიქოთერაპევტი ნინა მენაღარიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს:

„რა ასაკიდან უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია, რომ მათი ცხოვრების წესი იცვლება იმიტომ, რომ დედა და მამა ერთად აღარ იცხოვრებენ.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ბავშვებს იმ მომენტიდან უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, როცა ფაქტი ცნობილია, ერთი მარტივი მიზეზის გამო: 

ბავშვი უსიტყვოდ გრძნობს მშობლები კარგად არიან თუ ცუდად, რაც არ უნდა არ ელაპარაკო, არ გაახმოვანო, ის ისედაც იგრძნობს ამას და მოლოდინშია ცუდის. ამ მოლოდინის დროს შვილი ბევრად უფრო სტრესულ სცენარს წარმოიდგენს, გახმოვანება კი სიმშვიდეს მოუტანს“, - ამბობს ნინა მენაღარიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ვიცოდი, ის დღე მე მეკუთვნოდა და ოქროს მედალს ვერავინ წამართმევდა...“ - რას ჰყვება ეთერ ლიპარტელიანი

„როგორ მიყვარს ეს სათნო და ულამაზესი გოგო“ - თამო ვაშალომიძე ახალ ფოტოს გვიზიარებს

„ოჯახური არდადეგები!“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი აჭარაში ისვენებს