ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კომბოსტოს წვენის სასარგებლო თვისებაზე წერს. მისი თქმით, კომბოსტოს წვენი კუჭის წყლულის დროს საუკეთესოა.
„კომბოსტოს წვენი კუჭის წყლულის დროს
ახალი კომბოსტოს წვენი ბუნებრივად ეხმარება კუჭის ლორწოვანის აღდგენას ის შეიცავს ე.წ. ვიტამინ U-ს, რომელიც აჩქარებს შეხორცებას და ამცირებს წვასა და ტკივილს 👍
🧪 ზუსტი დოზა
✔ დაიწყეთ ¼ ჭიქით (50–60 მლ) დღეში ერთხელ, უზმოზე თუ ორგანიზმი კარგად იღებს, გაზარდეთ ½ ჭიქამდე (100–120 მლ) დღეში 1–2-ჯერ თუ გაჩნდება შებერილობა ან გაზები — დოზა შეამცირეთ და ნელა გაზარდეთ
🕒 მიღების ხანგრძლივობა
✔ 2–4 კვირა
✔ მძიმე შემთხვევაში — მაქსიმუმ 6 კვირა
✔ შემდეგ გააკეთეთ 1–2 კვირიანი შესვენება 👍 🥬 როგორ მოვამზადოთ
✔ აიღეთ ახალი მწვანე კომბოსტო
✔ კარგად გარეცხეთ
✔ დაჭერით და დააბლენდერეთ მცირეოდენ წყალთან ერთად
✔ სურვილისამებრ გადაწურეთ
✔ მიიღეთ მხოლოდ ახალი, არ შეინახოთ
❌ არ დაამატოთ
• შაქარი
• მარილი
• ლიმონი
• ნებისმიერი დამატკბობელი
🍽️ მნიშვნელოვანი რჩევა
✔ მოერიდეთ შაქარს და რაფინირებულ ნახშირწყლებს
✔ ეს საკვები აზიანებს კუჭის ლორწოვანს და აფერხებს შეხორცებას 🌾 ბუნებრივი გზით კუჭის გაჯანსაღება შესაძლებელია, მთავარია რეგულარულობა და სწორი კვება“, - წერს არუნ ხათრი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„არ აჰყვეთ ურთიერთობების გაფუჭების სურვილს“ - თაკო მელიქიშვილი 9 იანვრის ენერგიებზე
🔵„ვამაყობ შენით...“ - სოფია კვინიკაძე იუბილარია, რამდენი წლის გახდა ბლოგერი?