
✅ რა გავლენა აქვს დედის ნერვიულობას ნაყოფზე?
✅ რა ემოციური და ფიზიკური სარგებელი აქვს სიკეთის კეთებას?
✅ როგორია სიკეთის ნეიროქიმია?
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ - ფსიქოლოგი დეა ყოლბაია საუბრობს, რომელმაც საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია და რჩევები გაუზიარა.
ორსულობა, ქალის ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანა, ხშირად დაბნეულობის, შიშის, შფოთვის, უგუნებობისა და დეპრესიის პერიოდად იქცევა. ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად, ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაცაა და ეს საპასუხისმგებლო გამოცდა ქალის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ელის.
მღელვარებისთვის მიზეზი მრავლადაა: პასუხისმგებლობის შიში, ჯანმრთელობის პრობლემები, მშობიარობის შიში, სხეულის ფორმების ცვლილება... ამ მდგომარეობას ექიმები შფოთვით აშლილობას უწოდებენ.
რამდენად საშიშია ორსულობისას თავჩენილი შფოთვითი აშლილობები ნაყოფისთვის? ვრცლად ნახეთ ვიდეო: