Digest Logo

🎥 რა კავშირია ნაადრევ დაბერებასა და კბილების არასწორ წყობას შორის? - ნინო ბერიძის რჩევები და პასუხები აქტუალურ კითხვებზე!

1774595328
 ნინო ბერიძე

რა კავშირია ნაადრევ დაბერებასა და კბილების არასწორ წყობას შორის? - ამის შესახებ ცნობილი ექიმი-ორთოდონტი ნინო ბერიძე პოდკასტში „აქ“ საუბრობს.

მისი თქმით, როდესაც ღრმა თანკბილვა აქვს პაციენტს, იგი გაცილებით სწრაფად ბერდება, ასევე მისი თქმით ადამიანმა წელიწადში 2-ჯერ უნდა ჩაიტაროს პირის ღრუს წმენდა. 

„ღიმილი არის ერთ-ერთი ძლიერი არავერბალური კომუნიკაციის ფორმა, რომელსაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია გარშემომყოფ ადამიანებზე, განსაკუთრებით როდესაც პირველად ვახდენთ ჩვენი თავის წარდგენას. 

თუ ადამიანი წელიწადში 2-ჯერ ჩაიტარებს პირის ღრუს წმენდას, მისი რისკები სხვადასხვა დაავადებების განვითარების მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. 

თანამედროვე მსოფლიოს ტრენდი არის ბუნებრიობა, გაიკეთო ყველაფერი ისე რომ არ გეტყობოდეს. მაგ; ზედმეტად თეთრი კბილები, არ მოსწონს არც სხვას და არც სტომატოლოგებს. 

არასწორი თანკბილვა - ანუ კბილების წყობა პირველ რიგში პირის ღრუშივე იწვევს დიდ პრობლემებს, როგორიცაა ღრძილების პრობლემები, კბილების ცვეთა, არასწორი ზეწოლა თითოეულ კბილზე. 

რაც შეეხება გარე ესთეტიკას, სახის ქვედა მესამედის სიმაღლეს განსაზღვრას თანკბილვბა. თუ გვაქვს ღრმა თანკბილობა, შემცირებულია სახის ქვედა მესამედი, თუ ღია თანკბილვაა აქ გაზრდილია სახის მესამედი და პაციენტს პირის დახურვაც კი უჭირს.

როდესაც ღრმა თანკბილვა აქვს პაციენტს, ის გაცილებით სწრაფად ბერდება, რადგან ტუჩის და ნიკაპის ნაოჭი ამ დროს უფრო სწრაფად გამოიხატება და იწყება დაბერების ეფექტი უფრო სწრაფად“, - ამბობს ექიმი-ორთოდონტი.

მისი თქმით, სახის ნაოჭების ადრეულ ასაკში და ასიმეტრიული პრობლემების მიხედვა უნდა დაიწყონ 10-11 წლის ასაკში. 

რა არის თანკბილვა?

როდესაც თანკბილვაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობთ მხოლოდ კბილების სწორ ან არასწორ წყობაზე. რეალურად კი აღნიშნული მოიაზრებს როგორც კბილებს, ასევე სახის/კისრის კუნთებს და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს. კბილების არასწორი წყობის დროს იწყება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის არასწორი მოძრაობა, იცვლება კუნთების ბალანსი, რაც იწვევს კუნთების დაჭიმულობას, დაძაბულობისა და გადაღლის შეგრძნებებს, თავისა და კისრის ტკივილს. ბავშვთა ასაკში თანკბილვის ანომალიები შესაძლოა, ხერხემლის არასწორ განვითარებას იწვევდეს.
 

ნახეთ, ვიდეო 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენშია ღმერთიც, ეშმაკიც და სიცარიელეც, რომელსაც უფრო მეტ დროს დაუთმობ, იმის მიხედვით წავა შენი ცხოვრება“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕ვენერას რიტუალი, რომელიც პარასკევს უნდა გააკეთოთ - „აიღეთ ოქროსფერი სამკაული და დადექით სარკის წინ...“

⭕აღდგომისთვის სივრცის მომზადების 4 ეტაპი - „იატაკი მოწმინდეთ წყლით, რომელშიც დამატებულია მარილი“