Digest Logo

„შენშია ღმერთიც, ეშმაკიც და სიცარიელეც, რომელსაც უფრო მეტ დროს დაუთმობ, იმის მიხედვით წავა შენი ცხოვრება“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1774592582
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

„რაც უნდა გონიერი იყოს ადამიანი, ჭკვიანი, გამჭრიახე, პრაგმატული და გამოცდილი, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც წაიბეცებს ხოლმე, ბეცი ხომ იცით რა არის.

ერთ ძალიან ფრთხილ ადამიანს ვიცნობ, ცხოვრებამ რომ „კარგად“ ურტყა ცხვირში. ეჭვიან ადამიანსაც ვიცნობ, ყველაში და ყველაფერში რომ არის დაეჭვებული. უჭირს ადამიანს ტვინში, მოსვენება აქვს დაკარგული.

მეტი და მეტი უნდა, ნეტა რისთვის უნდა, მეტი და მეტი. უნდა თუ გაღორდა. ყველა ადამიანის გარდაცვალება ნიშანია მეორე ადამიანისთვის.

ყველა ადამიანის გარდაცვალება გაფრთხილებაა ადამიანისთვის. ყველა სხვისი ცუდი და უბედური ამბავი ნიშანია.
ყველა სხვისი წარმატება და ბედნიერება ნიშანს გაძლევს და გეუბნება, კი არ შეგშურდეს, გიხაროდეს მათთან ერთად და შენც გაიხარებ.

ხშირად: - კი არ უნდა ვამბობდე მაგრამ... ღმერთო მაპატიე მაგრამ... იცი რომ არ უნდა თქვა, იცი რომ საპატიებლად გაქვს საქმე, მაგრამ მაინც. აი ეს „მაგრამ“ არის მერე რომ მწარდები და გაოცებული ამბობ, მე ეს არ უნდა დამმართნოდაო.

შენშია ღმერთიც, ეშმაკიც და სიცარიელეც, რომელსაც უფრო მეტ დროს დაუთმობ, იმის მიხედვით წავა შენი ცხოვრება.

შენ უნდა გქონდეს საკუთარი თავის იმედი, თუ ძლიერი ხარ აუცილებლად გაგიმართლებს. ყველა წყენა და ტკენა უნდა დაივიწყო, ყოველი დღე ახლიდან უნდა დაიწყო. წარსულის წყენა, ტკივილი, ჩაგვრა, მტრობა, ეს ენერგეტიკული ტალახია და რაც უფრო გახსოვს მით უფრო მძიმდები.

როგორც თვლი საჭიროდ ისე იცხოვრე, ოღონდ, მერე ნურავის დააბრალებ, შენი გადაწყვეტილება სწორი რომ არ აღმოჩნდეს, საკუთარ თავს მოკითხე რა მოხდა. არ დაიწყო: მომატყუეს, ვენდე, რას ვიფიქრებდი, შევცდი, შემაცდინეს, რას წარმოვიდგენდი და ასე შემდეგ.

არსად არ მეჩქარება. ვეძებ შეყვარებულს. მითხრეს თავისით მოდისო. მეც დავიჯერე“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვენერას რიტუალი, რომელიც პარასკევს უნდა გააკეთოთ - „აიღეთ ოქროსფერი სამკაული და დადექით სარკის წინ...“

⭕აღდგომისთვის სივრცის მომზადების 4 ეტაპი - „იატაკი მოწმინდეთ წყლით, რომელშიც დამატებულია მარილი“

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით