ამერიკელი მეცნიერები, ამას ე.წ. PM2 ნაწილაკებს უკავშირებენ, სპეციალისტებს მიაჩნია, რომ დამაბინძურებელი ნაწილაკები ტვინის ქსოვილებს პირდაპირ აზიანებს, რას საბოლოოდ ალცჰაიმერის გამომწვევი ხდება.
ექსპერიმენტის ფარგლებში, მათ 65 წელს გადაცილებული 28 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები გააანალიზეს, რამაც აჩვენა ჰაერში PM2-ის ზემოქმედება ალცჰაიმერის რისკებს ძალიან ზრდიდა.
ცნობისთვის, ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისათვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა. სიმპტომატიკა აღმოცენდება შემპარავად და დროთა განმავლობაში თანდათანობით მატულობს. რამდენიმე წელიწადში მეხსიერებისა და აზროვნების დეფიციტი იმდენად ღრმავდება, რომ პაციენტს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების განხორციელებაც კი როგორიცაა აზრის ჩამოყალიბება და დიალოგის წარმართვა, საკუთარ სახლში ოთახების მიგნება, დამოუკიდებლად დაბანა, ჩაცმა და სხვა.
ნახეთ, ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როლიკო ოქროპირიძე პატრიარქისადმი მიძღვნილ ლექსს კითხულობს - „უფალო, შეგთხოვ, დალოცე უნეტარესი ილია”
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 მარტს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით