![კოტე თოდუა კოტე თოდუა](https://digest.ge/uploads/files/2025/01/15/64095/kote-todua_w_h.jpeg)
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 50.7 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გულის აჩქარებაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს:
„ნორმაში ადამიანი საკუთარ გულისცემას ვერ გრძნობს. ამას პალპიტაციას ეძახიან. ადამიანები სხვადასხვაგვარად აღწერენ პალპიტაციას, ზოგი ამბობს, რომ გული სწრაფად უცემს ან ამოვარდნაზე აქვს. შემთხვევების 60 პროცენტი საშიში არ არის. გულის აჩქარება ძირითად შემთხვევაში, სტრესის, სიცხის, ინფექციების დროს ხდება. სტრესის დროს გამოიყოფა ჰორმონი ადრენალინი, მაგრამ 40 პროცენტის შემთხვევაში პალპიტაცია დაავადებებით არის გამოწვეული, მაგალითად არითმიით. ასევე პალპიტაციას იწვევს კოფეინი და ალკოჰოლი. ასევე მნიშვნელოვანია ვარჯიშის ფაქტორი, რადგან ფიზიკური აქტიურობის შემთხვევაში გული ადვილად ჩქარდება. ასევე გულის აჩქარებას ასთმის სამკურნალო მედიკამენტები და ნარკოტიკი იწვევს“, - ამბობს კოტე თოდუა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა საფრთხეებს შეიცავს ტყვია და როგორ უნდა გამოვკვებოთ ბავშვები? - პედიატრის რჩევები
🎥 „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა...“ - UFC მერაბ დვალიშვილის კადრებს აქვეყნებს