კალორიული დეფიციტის შექმნა ორგანიზმში, სხვადასხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული.
რა ხდება ქალის ორგანიზმში, როცა ის კალორიულ დეფიციტს განიცდის?
უქმნის თუ არა ჯანმრთელობას პრობლემას კალორიული დეფიციტით წონაში კლება?
ამის შესახებ, ენდოკრინოლოგმა ნინო ლომთაძემ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
„ქალებს გვაქვს ევოლუციურად ბოძებული უნიკალური გამრავლების ფუნქცია, ქალის ორგანიზმი ყოველ თვე ემზადება ორსულობისთვის, ჩვენმა ორგანიზმმა არ იცის უნდა თუ არა ეს.
როდესაც ქალი ზღუდავს კალორაჟს, ეს დიდი სტრესია ორგანიზმისთვის, ამ დროს გამოიყოფა თავის ტვინის ჰორმონები, რომლებიც ბოჭავენ ორგანიზმში ინფორმაციას და თავის ტვინს ეუბნებიან, რომ იმყოფება სტრესში და დავამუხრუჭოთ საკვერცხეების ფუნქცია, რომ არ დაორსულდეს.
ამიტომ ძალიან ხშირად კალორიული დეფიციტი იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას“,- აღნიშნავს ნინო ლომთაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕13 მარტი - ვინ დაიბადა, რა მოხდა ამ დღეს?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით