Digest Logo

რა უნდა იცოდეთ თუ ექსკურსიაზე წასვლას გეგმავთ?

1685372471
ექსკურსია

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი გარე აქტივობების დაგეგმვისთვის საჭირო რჩევებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომლებსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

რა უნდა ვიცოდეთ გარე აქტივობის/ექსკურსიის დაგეგმვამდე!

სეზონური ალერგია წელიწადის გარკვეულ დროს ვლინდება, ჩვეულებრივ როდესაც ხეები, ბალახები ან სარეველები გამოყოფენ ჰაერში მტვრის პატარა ნაწილაკებს სხვა მცენარეების გასანაყოფიერებლად.

მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე პერიოდი დატვირთულია სასკოლო ექსკურსიებით და ბუნებაში აქტივობებით. ეს პერიოდი ემთხვევა მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების მტვრის მარცვლების (ალერგენების) გავრცელების პერიოდს.

რა არის სეზონური ალერგიის ნიშნები და სიმპტომები?

თუ თქვენს შვილს ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს უვითარდება „გაციების“ სიმპტომები, შესაძლოა ეს იყოს სეზონური ალერგიის მიზეზი.

ალერგიის სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ ჩნდება მოულოდნელად და გრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ალერგენის ზეგავლენის ქვეშ არის, შეიძლება მოიცავდეს შემდეგ სიმპტომებს: ცემინება, ცხვირის და/ან ყელის ქავილი, ცხვირისა და თვალების შეშუპება, გამჭვირვალე გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის უკანა ჩანადენი, ცხვირის გაჭედვა, ცრემლდენა, თვალების ქავილი და სიწითლე. ბავშვებს, რომლებსაც ამ სიმპტომების გარდა აღენიშნებათ ხველა, ხიხინი და/ან ქოშინი, შესაძლოა ჰქონდეთ ალერგია, რომელიც იწვევს ასთმას.

როგორ დავიცვათ თავი ბუნებაში გასვლისას?

ბალახიან ადგილას ყოფნას ატარეთ გრძელმკლავიანი სამოსი და შარვალი.

ბალახთან კონტაქტისთანავე დაიბანეთ ხელები.

ბალახთან შეხების შემდეგ, შინ დაბრუნებისას, მიიღეთ შხაპი (ან დაბანეთ ბავშვი).

თუ ალერგიული ხართ ბალახების მიმართ, განიხილეთ ანტიჰისტამინის მიღება ქალაქგარეთ მცენარეებში ყოფნამდე.
 ბალახზე ალერგია უფრო ხშირად ზედა სასუნთქი გზების მხრივ დარღვევებით ვლინდება, რადგან ბალახის მტვრის პირველი კონტაქტი სწორედ აქ ხდება ორგანიზმში, თუმცა კანისმიერი გამოვლინებაც არც თუ ისე იშვიათად გვხვდება.

თუ თქვენი გამონაყარი რამდენიმე დღეზე მეტხანს გრძელდება, იწვევს ძლიერ ქავილს, გავრცელდა, დაინფიცირდა და ა. შ აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ან დიდ კარიერას უნდა მიხედო, ან ოჯახს…“ - ირმა სოხაძე

🔵„სასოწარკვეთილიც ვყოფილვარ და ათი კილოც დამიკლია ნერვიულობისგან... საცოდავიც ვყოფილვარ...“ - მალხაზ ქვრივიშვილი

🔵„ამაგის, სიყვარულის ნერვიულობის, ზრუნვის, უზომოდ დიდი სიყვარულის 18-წლიანი და ძმობა!!“ - ლევან ჯიბღაშვილის და იუბილარია