Digest Logo

რა უნდა ვიცოდეთ ჩიას შესახებ და რატომ იმსახურებს ის ადგილს ჩვენს რაციონში

1792342899
დალი ბედოშვილი

იცოდით, რომ ეს პატარა თესლები საკმაოდ ბევრ სასარგებლო საკვებ ნივთიერებას შეიცავს❓

💚 ჩია მხოლოდ მოდური პროდუქტი არ არის - ის შეიძლება დაბალანსებული კვების კარგი დამატება იყოს❗

✨ რა სარგებელი აქვს ჩიას❓

🌿 1. მდიდარია ბოჭკოთი. ბოჭკო ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას, ხოლო ჩიას სითხესთან შერევისას წარმოქმნილი გელი ზოგიერთ ადამიანს დანაყრების შეგრძნების გახანგრძლივებაში ეხმარება.

💚 2. შეიცავს მცენარეულ ომეგა-3-ს. ეს ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და გულისთვის სასარგებლო კვების ნაწილია.

💪 3. გვაწვდის ცილასა და მინერალებს. ჩია შეიცავს მცენარეულ ცილას, კალციუმს, მაგნიუმსა და ფოსფორს, რომლებიც ორგანიზმს სხვადასხვა ფუნქციის შესრულებაში ეხმარება.

⚖️ 4. შეიძლება დაგვეხმაროს წონის მართვაში. ბოჭკოსა და სითხის შთანთქმის უნარის გამო ჩია ზოგჯერ დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ჩია ცხიმს თავისთავად არ წვავს და წონის კლება მთლიან კვებით რეჟიმზეა დამოკიდებული.

🥣 როგორ მივიღოთ ჩია❓

შეგიძლიათ დაამატოთ:

🔸მაწონს ან ნატურალურ იოგურტს;

🔸შვრიის ფაფას;

🔸ხილისა და რძის სასმელს;

🔸პუდინგს ან სხვა ჯანსაღ კერძს.

👉 დაიწყეთ მცირე რაოდენობით, მაგალითად, 1 ჩაის კოვზით და თანდათან გაზარდეთ, თუ კარგად იტანთ. ჩია წინასწარ დაალბეთ სითხეში ან შეურიეთ საკმარისად ტენიან საკვებს. მშრალი თესლის კოვზით მიღება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით ყლაპვის პრობლემების დროს.

‼️ გაითვალისწიგეთ: ჩიას დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა ან დისკომფორტი.

მიიღეთ საკმარისი სითხე, ხოლო ყლაპვის გაძნელების ან შესაბამისი სამედიცინო პრობლემების შემთხვევაში წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მას ორი ზურგჩანთა აქვს მოკიდებული, ხილული და უხილავი...“ - რას წერს ბავშვთა ფსიქოლოგი

🎥 „მადლობა, საქართველო...“ - რა კადრებს აქვეყნებს ილია თოფურია

⭕„ამ მეთოდის დადებით ეფექტს მალევე იგრძნობთ, გინდ ფიზიოლოგიურ, გინდ ფსიქოლოგიურ დონეზე“ - რას წერს ლევან შელეგია

✕