ლელა კაკულია საქართველოში ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არა ერთხელ ქცეულა. მან იწინასწარმეტყველა მსოფლიოში და საქართველოში მოსალოდნელი არაერთი პროცესები და საზოგადოების დიდი ყურადღებაც სწორედ ამიტომ დაიმსახურა.
სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება ვიდეომიმართვა მოსალოდნელი ამბების შესახებ.
ამჯერად მისი ოფიციალური გვერდზე მორიგი წინასწარმეტყველება გავრცელდა:
„📌2009 წელი, 2 მაისი ვხედავ, თურქეთი ვერ იქნება ბოსფორის სრუტის ერთპიროვნული მეპატრონე, რომელიც თავად გადაწყვეტს, ვინ შემოუშვას შავ ზღვაში და ვინ – არა. ამ საკითხს ევროპა-ამერიკა-ნატო გადაწყვეტენ. შავი ზღვა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია სამხედრო დანიშნულებით. ამიტომ ეს საკითხი უკვე მარტო თურქეთს კი არ ეხება, არამედ ყველა წამყვან ქვეყანას. იგი განსაკუთრებით ნატოს ინტერესებში შედის და ისინიც ქმნიან და ამტკიცებენ კანონს. თურქეთი კი წამოიკნავლებს, მაგრამ სწრაფადვე ჩაცხრება.
ევროპა-ამერიკა კიდევ უფრო დარწმუნდებიან, რომ ერთადერთი საიმედო პარტნიორი შავ ზღვასა და კავკასიაში არის მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც ევროპას დააკმაყოფილებს ენერგო-რესურსების საკითხებში, განსაკუთრებით კი იმით, რომ პრობლემებს არ შეუქმნის და რუსეთივით გაზს არ გადაუკეტავს, ხოლო ამერიკისთვის, ნატოსთვის ერთგული და პატიოსანი პარტნიორია კავკასიაში. ასე რომ, ვხედავ, მომავალში საქართველოს სასარგებლოდ ბევრი სასიკეთო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული — განსაკუთრებით, ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც, ვხედავ, ნატოს ინტერესებში აუცილებლად შედის და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ხელს, ანუ რუსეთი.
📌2009 წელი, 2 აგვისტო ამერიკა თურქეთს ბოსფორის სრუტეზე საკუთრების უფლებას აართმევს.
📌2010 წელი, 8 ივლისი ამერიკა, როგორც ააღორძინა თურქეთის სახელმწიფო, ისე დაამხობს მის სიძლიერეს. ბოსფორის სრუტეში თურქეთი ძალაუფლებას კარგავს. ამერიკას შავ ზღვაზეც და კავკასიაშიც აწყობს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მათთვის საიმედო დასაყრდენი ბაზა იქნება. ასეთი სახელმწიფო კი ქრისტიანული საქართველოა. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით ზუსტად ჯდება იმ მასშტაბებში, რაც ამერიკასაც აინტერესებს და განსაკუთრებით ევროპას.
📌2016 წელი, 14 აგვისტო მომავალში ამერიკა თურქეთს საქართველოთი ჩაანაცვლებს და შავ ზღვაზე საქართველო იქნება მნიშვნელოვანი პლაცდარმი — ამერიკისთვისაც და ევროპისთვისაც“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ: