ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს. მედიკოსს 82 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 10 ტოპ ნიშანს ასახელებს, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება:
„ჩვენი სახე ნამდვილად არის დაკავშირებული ჩვენს შინაგან მდგომარეობასთან, მეტიც, ჩვენი კანი და ნერვიული, ჰორმონული სისტემა ერთი და იგივე შრისგან არის წარმოქმნილი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს ნერვულ სისტემაზე რაც ხდება, აისახება კანზე.
ტოპ 10 ნიშანი სახეზე, რაც ჩვენი შინაგანი ორგანოების მდგომარეობასა და ზოგ შემთხვევაში დაავადებასაც მიუთითებს:
1. სახის ცალი მხარის პარალიზი - მიუთითებს ინსულტზე.
2. ტუჩების ციანოზი, ტუჩების გალურჯება - გულის ან ფილტვების უკმარისობა.
3. თვალის გაყვითლება - მიუთითებს ბილირუბინის დაგროვებას ორგანიზმში, როცა ღვიძლი ვერ ფუნქციონირებს, ან ნაღველში ხდება თვალების გაყვითლება.
4. ენის და სასუნთქი გზების სწრაფად შეშუპება - შეიძლება ამ დროს ადამიანმა სუნთქვა ვერ შეძლოს და დაიღუპოს.
5. ყავისფერი ლაქები, დაზიანება კანზე.
6. აკნე და თმიანობა სახეზე.
7. ქსანტელაზმები - თვალის გარშემო ცხიმის დაგროვება კანქვეშ.
8. ფრენკის ნიშანი - ყურის ბიბილოს ზედა ნაწილიდან ქვემოთ ჩნდება ჩანაჭდევი, ხაზი
9. თვალის „თამაში“ - მაგნიუმის დეფიციტის ნიშანი.
10. პირის კუთხეების დახეთქვა - შეიძლება იყოს კბილების ან გამოშრობის გამო. ასევე ბ2 ვიტამინის ნაკლებობის გამო“.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა დანიშნულება აქვს ზოგიერთ მცენარეს სახლში და რა დამცავი ფარის შექმნა შეუძლიათ მათ
⭕„საბა 10 თვის გახდა⭐️♥️“ - როგორია მარიამ ელიეშვილის ოჯახური ბედნიერება