მას შემდეგ, რაც მომღერალი მარიამ ელიეშვილი დედა გახდა, სოციალური ქსელის გამომწერებს ხშირად უზიარებს შვილის უსაყვარლესს კადრებს, რომელიც გამომწერებისგან კომპლიმენტებს იმსახურებს.
ამჯერად, მარიამმა ქმარ-შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გაავრცელა. პატარა საბა 10 თვის გახდა:
„ულამაზესებო და უსაყვარლესებო❤️❤️ დახატული საბა ბიჭი“.
„ბედნიერი გაეზარდე შენს მამიკოს და დედიკოს ბებო ❤️ 120 წელი იხარე და იდღეგრძელე ბედნიერმა“.
„გაიზარდე ანგელოზო“, - წერენ კომენტარებში.
აი, რას ამბობდა მომღერალი შვილზე ერთ-ერთ ინტერვიუში:
„ძალიან ხალისიანი, ღიმილიანი და პოზიტიური ბავშვია, ხელოვნებაც ძალიან უყვარს და ურთიერთობებიც. მასთან მოსვლა ყველას ძალიან უხარია, რადგან ყველას კარგად ხვდება, უცხოობა არ ახასიათებს. უკვე მეშვიდე თვეშია და ყველაფრით ინტერესდება, მუდმივად მოძრაობაშია“, - ამბობდა მარიამ ელიეშვილი.
View this post on Instagram
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პარტნიორთან ერთად სახლის დალაგება ემოციურ განტვირთვას მოგიტანთ...“ - 30 მარტის კოსმოსური ამბები