ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს თუ რატომ აქვს კვერცხს სხვადასხვა ფერის გული.
„რატომ აქვს კვერცხს სხვადასხვა ფერის გული
კვერცხის გულის ფერი დამოკიდებულია ქათმის კვებასა და ცხოვრების პირობებზე
მუქი ნარინჯისფერი გული
ხშირად თავისუფლად გაზრდილი ქათმისგან
ჭამს ბალახს მწერებს ბალახეულს და მიწის ბუნებრივ ნაწილაკებს
ასეთი კვება მდიდარია ბუნებრივი პიგმენტებით
როგორიცაა კაროტინოიდები
ღია ყვითელი გული
ხშირად გალიაში გაზრდილი ქათმისგან
ძირითადად მარცვლეულით კვება
ნაკლები ბუნებრივი პიგმენტები
ნაკლები მიკრონუტრიენტები
გულის ფერი მარტივი მინიშნებაა
ყველაფერს არ ამბობს
მაგრამ ბევრს გეუბნება“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: