
რატომ ავადობენ დასასვენებლად წაყვანილი ბავშვები და რა უნდა გვქონდეს სააფთიაქო ჩანთაში, როდესაც კურორტზე მივდივართ? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ისაუბრა:
„ზაფხული არის აქტიური პერიოდი ბავშვებისთვის, როცა ისინი დიდ დროს ატარებენ გარეთ. ხშირ შემთხვევაში ბევრი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. ერთის მხრივ ეს არის სიცხით და მზის სხივებით გამოწვეული პრობლემები. მზის დარტყმა, განსაკუთრებით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. იწყება თავის ძლიერი ტკივილი, გულის არევის შეგრძნება, ღებინება ძლიერი სისუსტე. თუ ეს სითბური დარტყმაა მაშინ შესაძლოა მაღალი ტემპერატურა ახლდეს 39-40. ასევე ახლავს ოფლიანობა. ამიტომ სჭირდება სწრაფი რეაგირება.
მეორე ეს არის ბავშვები, რომელთაც გარკვეული ალერგიები ახასიათებთ. როცა გავდივართ გარეთ, ბუნებაში შესაძლოა მცენარეებმა გამოიწვიოს ალერგია. ასეთი ბავშვები რომლებსაც სეზონური ალერგიები აქვთ, მათი მშობლები უნდა იყვნენ ფრთხილად.
ასევე წყალთან დაკავშირებული პრობლემები. გარდა იმისა რომ წყალში შესაძლოა ბევრი ბაქტერია იყოს, ხშირი შემთხვევაა ყურის ტკივილის. თუ არ მიმდინარეობს სწორად ჰიგიენა ცურვის შემდეგ, ყურის სწორად გამშრალება ხშირად შესაძლოა ამან გამოიწვიოს პრობლემა.
ხშირად გვხვდება ნაწლავური ინფექციები, რაც ასევე წყალს შეგვიძლია დავუკავშიროთ. პატარები ვერ იკავებენ თავს და ხდება წყლის გადაყლაპვა. შეიძლება ისეთი წყალი მიიღონ, რომელიც დასალევად არ არის სუფთა. ასევე საკვები პროდუქტები, რომლებიც არის მალფუჭებადი. რაც იწვევს კვებით ინტოქსიკაციას“, - ამბობს მაია ხერხეულიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული და ლამაზი წყვილი“ - ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕კრისტი ყიფშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „სექსუალური და მიმზიდველი“