
77 წლის ჟეკო ჭავჭანიძე ცნობილი ტელეწამყვანის ნანიკო ხაზარაძის დედაა, რომელიც არაჩვეულებრივ ფორმაშია და ასაკი ნამდვილად არ ეტყობა. იგი თხილამურებზე სრიალითაა გატაცებული და როგორც თავად ამბობს, ეს მას ბედნიერებას ანიჭებს.
იგი გადაცემის „სხვა რაკურსის“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:
„პატარაობაში ვიყავი ძალიან მსუქანი, დიდი ლოყებით, წესიერი ბავშვი.
პრობლემებისგან გაქცევა ვიცი, ლაპარაკით, ჩხუბით კი არა გაცლას, გარიდებას ვარჩევ ხოლმე.
მე და ნანიკოს ჩხუბი არასდროს გვქონია, არც შენიშვნა, ჭკუის სწავლება - მივყვები, როგორც უნდა და გვერდში ვუდგავარ, სწორია თუ არასწორი.
აქამდე სულ მქონდა ფუნქცია, ახლა დავრჩი ისე, რომ აღარც საზრუნავი მაქვს, ცოტა გადავირიე, ძალიან ძნელია“, - ამბობს ევგენია (ჟეკო) ჭავჭანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არაჩვეულებრივი, განსაკუთრებული და ლამაზი წყვილი“ - ლუკა ლოჩოშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕კრისტი ყიფშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს - „სექსუალური და მიმზიდველი“