კუჭ-ნაწლავი და მასში არსებული მიკროფლორა ორგანიზმის მთავარი მარეგულირებელი და „მეორე ტვინია“, რომელიც არა მხოლოდ მონელებაზე, არამედ განწყობასა და ჰორმონალურ ბალანსზეც აგებს პასუხს.
„ველნეს პოდკასტში“ საუბრისას ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა ნაწლავური მიკროფლორის მნიშვნელობაზე, კვების რაციონში არსებულ ქიმიურ დანამატებსა და სწორი ძილის რეჟიმის კრიტიკულ როლზე საუბრობს:
რა გავლენა აქვს კუჭ-ნაწლავს ადამიანის ორგანიზმზე?
ლაშა უჩავა: თუ ადრეულ ჩანაწერებს გადავხედავთ, მათ შორის ძველი ბერძნებისას იქაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ კუჭ-ნაწლავს. მასში არსებულ მიკრობიომას. თუ კონკრეტულად ნაწლავურ ბიოფლორაზე ვისაუბრებთ, აქ გვხვდება მნიშვნელოვანი მიკროორგანიზმები.
ჩვენი ნაწლავური მიკროფლორა არის ჩვენი პასპორტი, ეს შეიძლება თამამად ითქვას. ჩვენ ნაწლავებში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონ სერატონინის 95% შესაბამისად. სწორი სიგნალი ტვინისთვის, რომელიც კუჭ-ნაწლავიდან გადაეცემა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას ეს არის ორგანიზმისთვის მეორე ტვინი.
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ჩვენი ნაწლავური სისტემა იყოს ჯანსაღი?
ლაშა უჩავა: რთული საკითხია, ჩვენი ყოფიდან გამომდინარე. მასზე ძალიან ბევრი რამ მოქმედებს, არსებობს ისეთი რაღაცები რომელსაც ვმართავთ და ვერ ვმართავთ. მნიშვნელოვანია ჯანსაღი პროდუქტების მიღება, ძილ-ღვიძილის სისტემის დარეგულირება, წყლის რაოდენობა და ა.შ.
საკვები დანამატები კი ანადგურებს ჩვენ მიკროფლორას, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ რაციონში გვხვდება. არის ქიმიური დანამატები, ნივთიერებები, რომლებიც კანის სტრუქტურაზე, შიდა ორგანოებზე და ბევრ რამეზე მოქმედებს. ამიტომ რისი ცვლილებაც შეგვიძლია უნდა მოვახდინოთ. შესაძლოა ჩივილები არ გვქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მიკრობიომი გამართულად მუშაობს.
ასევე არის სპეციალური ანალიზები, რომლის მეშვეობითაც ზუსტად ვიგებთ პაციენტის მდგომარეობას, თუმცა ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ საზოგადოებას ურჩევნია ყველაფერი დარჩეს ისე როგორც არის.
ძილის რეჟიმი და ჰორმონები:
ლაშა უჩავა: ხშირად ვხვდებით ხოლმე პაციენტებს, რომლებიც კითხვაზე თუ რამდენ ხანს გძინავს - გვპასუხობენ: 8 საათი. ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, თუ როდის იძინებ. ჯანსაღი ძილის პერიოდია დავიძინოთ დღეს და გვეღვიძოს ხვალ. სასურველია დავიძინოთ ღამის 23:00 საათზე. თუმცა რთულია დღევანდელობიდან გამომდინარე ეს ადამიანმა დაარეგულიროს.
მნიშვნელოვანია დავიძინოთ ამ პერიოდში და რატომ: ძილის პერიოდში ჩვენ ორგანიზმში გამომუშავდება გარკვეული ცირკადული ჰორმონები, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებს ჩვენ ჰორმონალურ ბალანსს და ასევე იმას, თუ როგორ ვიქნებით და გავიღვიძებთ მეორე დღეს. მაგალითად ინსულინი, ამას მოჰყვება ზრდის ჰორმონი, რომელიც მხოლოდ ბავშვებს არ სჭირდებათ, ეს ჰორმონი მოზრდილებში აღმდგენის ფუნქციას ითავსებს. თუ არ გვინდა რომ მეორე დღეს მოდუნებული ვიყოთ აუცილებელია ამის დარეგულირება.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „ყველაზე დიდი საჩუქარი სხვებისთვის ბედნიერების მოტანაა...“ - ნუცა ბუზალაძე პროექტ „ნიჭიერზე“
⭕ კაილი ჯენერს ყოფილმა დამლაგებელმა უჩივლა - ეს ბოლო შვიდი თვის განმავლობაში უკვე მეოთხე სარჩელია