
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად უზიარებს საზოგადოებას რეკომენდაციებს.
ამჯერად იგი ტიკტოკზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც მოულოდნელ წონის კლებაზე და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს:
„თუ ადამიანი არის 70 კილოგრამი და ბოლო ექვს თვეში დაიკელი 3,5 კილოგრამზე მეტი, ოღონდ ისე რომ არ შეგიცვლია კვების სტილი და არც გაგიზრდია ფიზიკური აქტივობა, მაშინ ეს ძალიან საყურადღებოა. საქართველოს პირობებში წონის უმიზეზოდ კლებას შესაძლოა ხუთი სხვადასხვა დაავადება იწვევდეს“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე და მიზეზებს ასახელებს:
- თუ ადამიანის ასაკი არის 40-50+, მაშინ არის სიმსიმვნეები: მსხვილი ნაწლავის, ფილტვის, პანკრეასის.
- შესაძლოა იყოს ენდოკრინული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული მუშაობა ანუ ჰიპერთირიოზები. ამ შემთხვევაში სხეული ბევრს წვავს და თავისთავად სხეული იკლებს.
- შესაძლოა იყოს მალაფსორციული დაავადებები, როცა ნაწლავებიდან ვერ ხდება საკვების სრულფასოვანი შეწოვა მაგალითად: სელიაკი ან სხვა პათოლოგიური დაავადებები.
- ქრონიკული ინფექციური დაავადებები: ტუბერკულოზი და ასევე აივ ინფექცია. შესაძლოა დასრულდეს შიდსით.
@giorgighoghoberid7 ეს ნიშანი უყურადღებოდ არ დატოვო
♬ Last Hope - Steve Ralph
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ტემპერატურის უეცარი ცვლილება, შტორმი, ღვარცოფი - რა ხდება დედამიწაზე?