Digest Logo

🎥 რატომ იზრდება ახალგაზრდებში სიმსივნის შემთხვევები? - კოტე თოდუას რჩევები

1794319380
 Kote Todua

რატომ მატულობს კიბოს შემთხვევები ახალგაზრდებში ანუ - 50 წლამდე ასაკის პირებში? - ამის შესახებ ექიმი კოტე თოდუა youtube-ის საკუთარ არხზე აქვეყნებს ვიდეოს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

მისი თქმით, თუ ადრე სიმსივნე ძირითადად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვდებოდა, დღეს ვითარება გარკვეულწილად შეცვლილია - ზოგიერთი სახის კიბო სულ უფრო ახალგაზრდა ასაკში ვლინდება.

კოტე თოდუა განმარტავს, რა დგას ამ ტენდენციის უკან.

„ადრე მიიჩნეოდა, რომ ადამიანებს სიმსივნე 50 წლის შემდეგ ემართებოდა, თუმცა რამდენიმე სიმსივნის შემთხვევაში არის ტენდენცია რომ ადამიანებს ემართებოდათ უფრო გვიან და ახლა ემართებათ უფრო ადრე. პირიქით შემთხვევაც არსებობს, მაგალითად ფილტვის კიბო არის, რომელიც ადრე უფრო ახალგაზრდა ასაკში ემართებოდათ ადამიანებს და ახლა უფრო შედარებით გვიან, მაგრამ ასეთი შემთხვევები უფრო ნაკლებია და პირიქით უფრო მეტია.

დღეს არის კომპიუტერული ტომოგრაფია ემერაი, ულტრაბგერა, ენდოსკოპია ამიტომ ვპოულობთ პატარა სიმსივნეებსაც, რომელიც 30 წლის წინ შეიძლება, საერთოდ ვერ აღმოგვეჩინა. აი ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის, თირკმლის და ნაწილობრივ ძუძუს კიბოს შემთხვევაში, მაგრამ არის სიმსივნეები, მაგალითად კოლერექტალური კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო და მისი მატება ვერ აიხსნება იმით, რომ უკეთესად ხდება მისი დიაგნოსტიკა, რადგან ახალგაზრდებში იზრდება გავრცელებული დაავადებაც და სიკვდილიანობაც, ანუ უფრო მეტი ახალგაზრდა იღუპება კოლორექტალური კიბოსგან“, - ამბობს კოტე თოდუა. 

ექიმი ასევე ვიდეოში საუბრობს  იმ მიზეზების შესახებ, რომელიც შეიძლება სიმსივნეს ადრეულ ასაკში იწვევდეს: 

სიმსუქნე უფრო ახალგაზრდა ასაკში

ინსულინრეზისტენტობა

დიაბეტი

ნაკლები მოძრაობა

ალკოჰოლი

კვების ცვლილება

ზოგიერთი ინფექცია

რეპროდუქციული ფაქტორები და ასევე მსხვილი ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებები. 

„აი ეს ფაქტორები ერთად უფრო სავარაუდოა რომ იწვევს აი ამ ადრეულ სიმსივნეებს ნუ ყველაზე ხშირად“, - ამბობს კოტე თოდუა. 

ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ნოემბერი ყველაზე კრიტიკული და წარმატებული: მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

✕