რა ხდება რეალურად მას შემდეგ, რაც გასაუბრების ოთახს ვტოვებთ?
რატომ ხდება, რომ ვაკანსია ცხადდება ისეთ ადგილას, სადაც უკვე იციან ვის აიყვანენ?
ვალდებულია თუ არა ორგანიზაცია, დაგვისაბუთოს, რატომ გვეუბნება უარს დასაქმებაზე?
რა შეკითხვების დასმის უფლება აქვს და არა აქვს ორგანიზაციას?
ამ საინტერესო და საჭირო საკითხების შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში სამართლის ასოცირებული პროფესორი - თამარ კერძაია საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
„ორგანიზაციას არ აქვს ვალდებულება დაუსაბუთოს ყველა კანდიდატურას თუ რატომ ეთქვა უარი ამ პოზიციის დაკავებაზე, მაგრამ ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს თუ რატომ ეთქვა კანდიდატს უარი თუ კი არსებობს ეჭვი, რომ ორგანიზაცია იყო მიკერძოებული“, - ამბობს თამარ კერძაია.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: