Digest Logo

რატომ უნდა გამოვიდეთ „შეყვარებულობიდან“, იმისთვის რომ შევქმნათ ძლიერი კავშირი?

1770357383
სიყვარულისიყვარული

სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებისა და სიყვარულის შესახებ წერს:

რატომ უნდა გამოვიდეთ „შეყვარებულობიდან“, იმისთვის რომ შევქმნათ ძლიერი კავშირი?

ნამდვილი სიყვარული იმედგაცრუების მერე მოდის.

ეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ასეთია: სანამ შეყვარებულები ვართ, ურთიერთობას ვაშენებთ არა რეალურ ადამიანთან, არამედ საკუთარ ილუზიასთან.

შეყვარებულობა არ ნიშნავს „დანახვას“ — ეს ნიშნავს ადამიანის გაიდეალებას. გონება ქმნის ლამაზ ილუზიას და უკუაგდებს ყველაფერს, რაც ამ ფანტაზიაში არ ჯდება.

მხოლოდ რეალობასთან შეჯახებისას, ყველა ნაკლის, მინუსისა და სისუსტის დანახვისას, ვდგებით არჩევანის წინაშე: წავიდეთ თუ მივიღოთ ადამიანი და შევიყვაროთ ის ისეთი, როგორიც არის.

ნამდვილი ურთიერთობა იწყება მაშინ, როცა გადავიყვარებთ ჩვენს მიერ შექმნილ ილუზიას და დავინახავთ ადამიანს ფილტრების გარეშე — მისი შიშებით, ნაკლებითა და ტრავმებით.

მივიღოთ ადამიანი ისეთი, როგორიც არის, ნიშნავს ლოდინის შეწყვეტას იმისა, რომ ის ჩვენს წარმოდგენებსა და მოთხოვნებს მოერგება.

მხოლოდ ამის შემდეგ გვეძლევა შანსი ავაშენოთ რაღაც მყარი — არა ქიმიასა და ვარდისფერ სათვალებზე, არამედ ურთიერთგაგებასა და გაცნობიერებულ არჩევანზე.

შეყვარებულობა ლამაზია, მაგრამ სიყვარული იწყება იქ, სადაც სრულდება ფანტაზია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არ ხარ ჩამოყალიბებული ქრისტიანი, ვერ ხედავ ეკლესიას“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე

⭕„ნუ იქნებით გაუმაძღრები, ნუ გაეკიდებით იმას, რაც სხვებს აქვთ...“ - Abagael Bagi

⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი