
ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში იმ საკვები პროდუქტების შესახებ წერს, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
ჩამონათვალშია შებოლილი პროდუქტები, მარილიანი და ცხიმიანი საკვები, მაიონეზი, არაჟანი, კეტჩუპი, საკონდიტრო ნაწარმი, ცომეული, ტკბილეული:
„წაიკითხეთ თუ რატომ გეკრძალებათ თითოეული ამ კატეგორიის პროდუქტი, რა ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის და რით შეიძლება მათი ჩანაცვლება:
⭕ ცხიმში შემწვარი
❌რატომ იკრძალება:
შესაწვავად გამოყენებული ცხიმი (განსაკუთრებით, როდესაც ის მრავალჯერაა გამოყენებული) ქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს, აუარესებს ქოლესტერინის ბალანსს, ზრდის გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების რისკს.
✅ მიირთვით: მოხარშული, ორთქლზე მომზადებული ან ღუმელში დაბალ ტემპერატურაზე გამომცხვარი საკვები.
⭕ შებოლილი პროდუქტები
❌ რატომ იკრძალება:
შებოლვის პროცესში საკვებს ემატება ნიტრიტები და ნიტრატები, რაც შეიძლება კიბოს წარმომქმნელი გახდეს. ასევე, რთულად გადაამუშავებს ღვიძლი.
✅ მიირთვით: ახალი, მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი ხორცი ან თევზი.
⭕ მარილიანი და ცხიმიანი საკვები
❌ რატომ იკრძალება:
უმეტესად ეს პროდუქტები იწვევს: მაღალი წნევის ზრდას, შეშუპებას, მეტაბოლიზმის დარღვევას.
✅ მიირთვით: უმარილო ან დაბალი ნატრიუმის შემცველობის საკვები; სასურველია ნატურალური სანელებლებით (მაგ. ბალახეული) გემო.
⭕ მარგარინზე დამზადებული პროდუქტები
❌ რატომ იკრძალება:
მარგარინი შეიცავს „ტრანსცხიმებს“, რომლებიც განსაკუთრებით მავნებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის.
✅ მიირთვით: ნატურალური კარაქი მცირე რაოდენობით ან მცენარეული ზეთი (სურვილზე: ზეითუნის, ავოკადოს, სელის).
⭕ მაიონეზი, არაჟანი, კეტჩუპი.
❌ რატომ იკრძალება:
ეს სოუსები ხშირად შეიცავს: ბევრ ცხიმს, შაქარს, კონსერვანტებსა და არომატიზატორებს.
✅ მიირთვით: ნატურალური იოგურტი, შინ გაკეთებული სოუსები ნატურალური ინგრედიენტებით.
⭕ საკონდიტრო ნაწარმი, ცომეული, ტკბილეული
❌ რატომ იკრძალება: შეიცავს ზედმეტ შაქარს, თეთრ ფქვილს და ცხიმს, რაც აუარესებს სისხლში შაქრის დონეს, იწვევს წონის მომატებას, ხელს უშლის ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორის ფუნქციონირებას.
✅ ჩანაცვლება: ხილი, შვრიის ფაფა თაფლით
⭕ ნაყინი, გაზიანი სასმელები, „ნატურალური” წვენები
❌ იცით რატომ იკრძალება? შეიცავს შაქრის მაღალ დონეს, ხელოვნურ არომატიზატორებსა და საღებავებს, კალორიების მაღალ რაოდენობას.
✅ ჩაანაცვლეთ: ნატურალური კომპოტები უშაქროდ, წყალი ლიმნით, მწვანე ჩაი, ახალი ხილი.
⭕ ალკოჰოლი და ლუდი
❌ რატომ იკრძალება: აზიანებს ღვიძლს, არღვევს წყლისა და ელექტროლიტების ბალანსს, ანელებს ორგანიზმის დეტოქსს და გამოჯანმრთელების პროცესს.
✅ ჩანაცვლება: სუფთა წყალი, ბალახის ჩაი, კომპოტი.
⭕ სწრაფი კვება / „ფასთფუდი“
❌ რატომ იკრძალება: მდიდარია „ტრანსცხიმებით“, მარილით და დამუშავებული შაქრით. შეიცავს ე.წ. ცარიელ კალორიებს. იწვევს ანთებით პროცესებს და ორგანიზმის „დამძიმებას“.
✅ ჩანაცვლება: სწრაფად მოსამზადებელი, მაგრამ ჯანსაღი ალტერნატივები: სენდვიჩი, ბოსტნეულის სალათები, წიწიბურასა და ბოსტნეულზე კერძები.
დასკვნა:
ეს შეზღუდვები განკუთვნილია იმისთვის, რომ:
1. დაცული იყოს „ღვიძლის, ნაწლავებისა და გულის ჯანმრთელობა“,
2. შემცირდეს სხეულის ანთებითი მდგომარეობები,
3. გაუმჯობესდეს ძილი, ენერგია და მეტაბოლიზმი,
4. და ზოგადად, დაიცვას ორგანიზმი ტოქსინებისგან“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლომ შანის ახალი საცხოვრებელი აქვს - მისი ნახვა თბილისის ზოოპარკში უკვე შესაძლებელია