Digest Logo

„აგრესია, დესტრუქციულობა, უხეშობა, კონფლიქტები გარე სამყაროსთან, ბოღმა და შურისძიებისკენ მიდრეკილება“ - აკაკი გოგოლაძე მარსის ტრანზიტზე

1758531985
 აკაკი გოგოლაძე.

„22 სექტემბერს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში მარსის ტრანზიტი გვაქვს. ქმედებების, ბრძოლის, ფიზიკური აქტიურობის, იმპულსებისა და პირადი ნების პლანეტა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში 4 ნოემბრამდე იმოძრავებს. 

მოიმატებს ენერგიულობა, მიზანსწრაფულობა, სტრატეგიულობა, ნებისყოფა და ამტანობა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე წერს და საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს უზიარებს:

„მარსის ტრანზიტი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში:

22 სექტემბერს, ქმედებების, ბრძოლის, ფიზიკური აქტიურობის, იმპულსებისა და პირადი ნების პლანეტა, მარსი, დატოვებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა მორიელის  ზოდიაქოს ნიშანში, სადაც იმოძრავებს 4 ნოემბრამდე. 

მარსი მორიელში ძლიერ პოზიციაშია, რადგანაც თავის მმართველობის ნიშანშია მოხვედრილი, შესაბამისად ამ პერიოდში ყველა მარსიანული თვისება გამოვლინდება ძლიერად და ადეკვატურად. მოიმატებს, ენერგიულობა, მიზანსწრაფულობა, სტრატეგიულობა, ნებისყოფა და ამტანობა. მოქმედებები გახდება უფრო ფრთხილი, დაკვირვებული და მიზანზე ორიენტირებული.

უარყოფით გამოვლინებაში შეიძლება იყოს აგრესია, დესტრუქციულობა, უხეშობა, კონფლიქტები გარე სამყაროსთან, ბოღმა და შურისძიებისკენ მიდრეკილება.

კარგი პერიოდია ისეთი საქმეების შესასრულებლად, რასაც ფიზიკური დატვირთვა სჭირდება, რადგანაც მაღალია ენერგია. ხელსაყრელი პერიოდია ასევე მათთვის, ვინც ეწევა ბიზნესს საქმიანობას, ან აპირებს ახალი საქმის დაწყებას. 

ეს ტრანზიტი მარსიანულ საკითხებში პოზიტიურ გავლენას მოახდენს მათზე ვისაც აქვს მორიელის, თევზების და კირჩხიბის გავლენა, ასევე ქალწულის და თხის რქის. კონფლიქტებს, დაძაბულ და აგრესიულ გარემოებებს კი უნდა მოერიდონ კუროები, ლომები და მერწყულები“, - წერს აკაკი გოგოლაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ნუ მიიღებ გადამეტებულ ვალდებულებებს - წონასწორობა შენს სასარგებლოდ იმუშავებს“ - 22 სექტემბრის ასტროლოგიური ტენდენციები

ფინანსური წარმატება, ცვლილებები პირად ურთიერთობებში და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება მიმდინარე კვირა

„ბედნიერი დედაშვილობა თქვენ, საყვარლები ხართ“ - მარიამ ელიაშვილი შვილთან ერთად პოზირებს