Digest Logo

როდის გვეხმარება სტრესი და როდის გვაავადებს? - როგორ ამოვიცნოთ „დისტრესის“ საშიში ნიშნები

1778154444
სტრესი, მოწყენილი

ყოველდღიური შეხვედრები, ვალდებულებები და საოჯახო საქმეები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ყველა სტრესი როდია საზიანო. მეცნიერები განასხვავებენ „ეუსტრესს“ - პოზიტიურ სტრესს, რომელიც კრეატიულობასა და მოტივაციას გვიმაღლებს, და „დისტრესს“, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

როგორ მივხვდეთ, რომ სტრესი საშიშ ფაზაში გადავიდა? აი რამდენიმე სიმპტომი:

⭕ შინაგანი შფოთვა და გაღიზიანებადობა;

⭕ კონცენტრაციის დაქვეითება და ე.წ. „უარყოფით ფიქრთა კარუსელი“;

⭕ კუნთების დაჭიმულობა მხრებისა და ზურგის მიდამოში.

თუ ორგანიზმს აღარ აქვს დრო აღდგენისთვის, დისტრესი ქრონიკულ სახეს იღებს და აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და კანს.

მეცნიერები გვაფრთხილებენ, სტრესის სწორი მართვა არა მხოლოდ ფსიქიკური სიმშვიდისთვის, არამედ იმუნური სისტემის გაძლიერებისთვისაც აუცილებელია.

ქრონიკული სტრესი აავადებს

სიმპტომთა გამოვლენის შემდეგ უნდა დავიწყოთ მოქმედება, უპირველეს ყოვლისა, სტრესფაქტორების შეძლებისდაგვარად შემცირება და მათი თავიდან არიდება.  

სტრესის ყველაზე ხშირი მიზეზები:

⭕ სამსახურებრივი და პროფესიული გადატვირთვა,  გამოწვევები სწავლის დროს.
⭕ პირადი და სოციალური კონფლიქტები
⭕ ზეწოლა
⭕ სხვებზე ზრუნვა
⭕ დროის მუდმივი დეფიციტი (რელქსაციის არ არსებობა)
⭕ გრძნობათა ორგანოების გადატვირთვა, ურბანული გარემო, ხმაური
⭕ მუდმივად სხვის სამსახურში დგომა
⭕ ფინანსური ვალდებულებები
⭕ საკუთარი თავის მიმართ მაღალი მოთხოვნები
⭕ შიში, ბრაზი, ფრუსტრაცია, მარტოობის შეგრძნება
⭕ ეგზისტენციალური კრიზისი და დეზორიენტაცია
⭕ სხეულებრივი გადატვირთვა და გადაღლა
⭕ ჯანმრთელობის დაზიანება, ინფექციები
⭕ ურითმო ცხოვრების სტილი და არაჯანსაღი კვება
⭕ ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება

სტრესთან გამკლავების 10 მნიშვნელოვანი რჩევა:

ყველა სტრესს ვერ აღმოვფხვრით, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შემცირება, მასთან გამკლავების და რელაქსაციის გზების გამონახვა.

ბუნებაში გასვლა! ლაშქრობა, სეირნობა, ველოსპორტი – სუფთა ჰაერზე რეგულარული ფიზიკური აქტივობა კორტიზოლის დონეს ამცირებს და ხელს უწყობს მოშვებას.  მცირდება ცუდი ფიქრები, ნევროზული მდგომარეობა, უმჯობესდება განწყობა და ძილის ხარისხი.

ჯანსაღი კვება! განსაკუთრებით რთულ პერიოდში ორგანიზმი დიდი რაოდენობით მინერალებს მოიხმარს.  მიირთვით ბევრი ახალი ხილი, ბოსტნეული; თხილეული-შეიცავს მნიშვნელოვან საკვებ ელემენტებს სხეულის ყველა უჯრედისათვის.  უარი თქვით ტკბილეულსა და Fast Food -ზე.

მშვიდი ძილი! დაძინებამდე თავი აარიდეთ ტელევიზორს,  გაჯეტებს. საღამოს სასარგებლოა სეირნობა, განსაკუთრებით კი უარყოფით ფიქრთა კარუსელისგან თავის დაღწევისთვის. სწრაფად მოიპოვებთ სიმშვიდეს და იოლდება ძილი.

რელაქსაციის ტექნიკა! იოგა, მედიტაცია და კონცენტრაციის სავარჯიშოები  ფსიქიკური სტრესის შემცირებას და მშვიდ ძილს უწყობს ხელს.

მდგრადობის გაძლიერება! შინაგანი ძალა უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა სტრესის მართვისთვის. ოპტიმიზმი და მიმღებლობა ძირითადი სამარჯვეებია კონფლიქტებთან და კრიზისებთან გასამკლავებლად.