როგორც იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ გადაცემაში „დღის პოსტი“ განაცხადა, მიმდინარე პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა გრიპის შემთხვევების მატებას დეკემბერ-იანვარში უნდა ველოდოთ, რის გამოც ახლა ვაქცინაციისთვის ოპტიმალური დროა.
სპეციალისტი დეტალურად განმარტავს, თუ რით განსხვავდება ერთმანეთისგან მძიმედ მიმდინარე გრიპი და მსუბუქი გაციება:
„რთული მდგომარეობა არ გვაქვს და არც სირთულეების მოლოდინი გვქონდა. გრიპის გარკვეული კატეგორიები გამოჩნდა, თუმცა იმდენად ხშირი არ არის, როგორც ოქტომბერს ახასიათებს ხოლმე. მაგრამ ჩვენ მაინც ვემზადებით მატებისთვის. დეკემბერ-იანვარში ველოდებით მატებას და ახლა არის ზუსტად ვაქცინაციისთვის კარგი პერიოდი.
როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან უბრალო გაციება და გრიპი?
გრიპის მკურნალობა სრულიად განსხვავებულია. ასევე განსხვავებულია მკურნალობის ადგილიც. ასე რომ ექიმისთვისაც და მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავება ამ ორისგან. თუმცა არაფერი რთული არ არის. ერთს ახასიათებს მძიმედ მიმდინარეობა. მაღალი ტემპერატურა თავის და ყელის ტკივილი, ორგანიზმის სისუსტე, უმადობა, ადამიანს ურჩევნია იყოს საწოლში ვიდრე იმოძრაოს.
გაციება ეს არის ტემპერატურა, მაგრამ არა მაღალი. ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. ზოგადი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად მსუბუქია.
სტანდარტული გაციება 5-7 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და ყველა ჩივილიც ქრება. გრიპს კი ძალიან ბევრი გართულება ახლავს, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. გართულებებია ფილტვების ანთება, სინუსიტი. შეიძლება ეს გართულებები ორი კვირაც კი გაგრძელდეს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა არის ღუმლის უჯრის რეალური დანიშნულება, რომელსაც არასწორად ვიყენებთ?
⭕ ასისტების დუბლი და მოპოვებული პენალტი - გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაშია!