სერია A-ს მე-9 ტურის კიდევ ერთი მატჩი „სტადიო ბენიტო სტირპიზე“ გაიმართა, სადაც „ფროზინონემ“ „ლეჩეს“ უმასპინძლა.
მაყურებლებმა „ფროზინონეს“ ტოპ პერფორმანსი იხილეს, რაც საბოლოო ანგარიშშიც კარგად აისახა. ალვინის გუნდმა მეტოქეს არც მეტი, არც ნაკლები, 5 გოლი გაუტანა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
„ფროზინონეს“ რიგებში გიორგი კვერნაძემ ითამაშა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა 90 წუთში ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და საკუთარ გუნდს პენალტიც მოაპოვებინა. კვერნაძემ საბოლოო ჯამში 9.3 შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი იყო.
„ფროზინონე“ 5-1 „ლეჩე“
გოლები: 1-0 მატეო ჩიკელა 25', 2-0 ჯაკომო კალო (პენ.) 45+1', 3-0 ანტონიო რაიმონდო 59', 4-0 დანიელ ბირლიგეა 72', 4-1 ჯოელ მონტეირო 82', 5-1 დანიელ ბირლიგეა 90+4'.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის შემოდგომაზე არტერიული წნევის უეცარი მომატების მიზეზები?
წყარო: lagazzetta.ge