Digest Logo

როგორ და რატომ უნდა მივიღოთ ჩიას თესლი წყალთან ერთად - სპეციალისტების რჩევები და მარტივი რეცეპტი

1791100529
ჩია თუ სელის თესლი

ჩიას თესლი ისეთი ნუტრიენტების მაღალი შემცველობითაა ცნობილი, როგორებიცაა ცილა და უჯრედისი. ბევრს ჩიას თესლის გამოყენება საკონდიტრო ნაწარმში, ვეგანურ კერძებსა და პუდინგებში, ან სულაც სალათებში დამატება უყვარს. ზოგიერთი მას წყალში დამბალი სახით მოიხმარს. წყალში მოხვედრისას თესლი სითხეს შეიწოვს და ზომაში 12-ჯერ იზრდება.

შედეგად, ჟელესებრი მასა მიიღება, რომელსაც ოდნავ საღეჭი ტექსტურა აქვს. ჩიას თესლიანი წყალი მარტივი სასმელია, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი შიმშილის გრძნობის შესამცირებლად და წონის კლების ხელშესაწყობად სვამს.

ჩიას თესლი: სარგებელი ქალის ჯანმრთელობისთვის

ჩიას თესლს მრავალი მეცნიერულად დადასტურებული სასარგებლო თვისება გააჩნია და თქვენი რაციონის შესანიშნავი დანამატი შეიძლება, გახდეს. იგი უჯრედისის, ცილის, უჯერი ცხიმებისა და ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, იგი ისეთ მნიშვნელოვან მიკროელემენტებს შეიცავს, როგორებიცაა: კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, თუთია და B ჯგუფის ვიტამინები.

მეცნიერების მაგისტრი ემი რიხტერი, დიპლომირებული დიეტოლოგი, რომელიც კანის დაავადებებისა და ნაწლავების ჯანმრთელობის მიმართულებით მუშაობს, ჩიას განსაკუთრებულ ძალაზე საუბრობს:

შეიძლება მაღალი არტერიული წნევის დაწევას შეუწყოს ხელი:

ჩიას თესლში არსებული ანტიოქსიდანტი - ქლოროგენის მჟავა, სხვა სასარგებლო ფიტონუტრიენტებთან ერთად, მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) შემცირებას უწყობს ხელს.

ანთებითი პროცესების შემცირებაში გვეხმარება:

ჩიას თესლში შემავალ სხვა ანტიოქსიდანტებს, კერძოდ კი კოფეინის მჟავას, მძლავრი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს.

სარგებელი გულის ჯანმრთელობისთვის:

ჩიას თესლი მდიდარია უჯრედისითა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით. უჯრედისით, ომეგა-3-ითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი რაციონი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის მეტად სასარგებლოა.

ძვლოვანი სისტემის გაძლიერება:

ჩიას თესლი ასევე შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორებიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, მანგანუმი, სპილენძი, სელენი და რკინა, რაც ძვლების სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

სისხლში შაქრის დონის რეგულირება:

ზოგიერთი კვლევა მოწმობს, რომ მასში არსებული ხსნადი უჯრედისის წყალობით, ჩიას თესლს სისხლში შაქრის დონის დარეგულირება შეუძლია. ამან შესაძლოა მეტაბოლური სინდრომისა და მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი შეამციროს.

კანის მოვლა:

ჩიას თესლში შემავალი ცხიმოვანი მჟავები კანის ჯანსაღ ფუნქციონირებას განაპირობებს, ხოლო წყლის მიღება მის დატენიანებას უწყობს ხელს.

საჭმლის მონელების ხელშეწყობა:

ჩიას თესლი მდიდარია უჯრედისით, რაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების გადაადგილებას აუმჯობესებს და ნაწლავის მიკრობიომში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს საჭირო საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.

ნუტრიციოლოგები ჩიას მიღების ყველაზე სასარგებლო წესზე - სუფთა წყალთან მის კომბინაციაზე საუბრობენ. არსებობს ჩვევები, რომლებიც ძალისხმევას არ მოითხოვს, თუმცა თვითშეგრძნებას საგრძნობლად აუმჯობესებს. ერთი ჭიქა ჩიას თესლიანი წყალი სწორედ ასეთი შემთხვევაა.

რატომ საუბრობს ყველა ჩიაზე?

ჩიას თესლი ხსნადი უჯრედისის, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და ანტიოქსიდანტების კონცენტრირებული წყაროა. სითხესთან კონტაქტისას იგი რბილ, გელისებრ ტექსტურას წარმოქმნის, რომელიც:

  • საჭმლის მონელების პროცესს დელიკატურად უწყობს ხელს;
  • დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნით ინარჩუნებს;
  • სისხლში გლუკოზის დონის სტაბილიზაციაში გვეხმარება;
  • ორგანიზმის ჰიდრატაციას უზრუნველყოფს.

საბაზისო რეცეპტი:

  • 1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი;
  • 200-250 მლ წყალი.
  • შეურიეთ და დააყოვნეთ. თესლი აუცილებლად უნდა გაფუვდეს.

მნიშვნელოვანია: მშრალი თესლის მიღება წინასწარი დალბობის გარეშე რეკომენდებული არ არის.

ჩიას მიღება ყველაზე კომფორტულია:

  • დილით, უზმოზე - საჭმლის მომნელებელი სისტემის ეფექტურად ასამუშავებლად;
  • კვებათა შორის - მადის კონტროლისთვის;
  • ვარჯიშის წინ - ენერგიის გასაზრდელად.
  • ოპტიმალური რაოდენობა: დღეში 1–2 ჩაის კოვზი. თუ ადრე თქვენს რაციონში უჯრედისი მცირე რაოდენობით იყო, უმჯობესია მცირე დოზით დაიწყოთ.

გემოსა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, საბაზისო რეცეპტს შეგიძლიათ დაუმატოთ:

  • თაფლი;
  • ლიმონის წვენი;
  • პიტნის ფოთლები.

ვის მართებს სიფრთხილე?

  • ჩიას სასმელების მიღებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ, თუ გაწუხებთ:
  • გასტრიტის ან კოლიტის გამწვავება;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი რეაქტიულ ფაზაში;
  • მიდრეკილება ძლიერი მეტეორიზმისკენ (მუცლის შებერილობა).

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მოიწესრიგეთ თავი და განწყობა შეიქმენით!...“ - 4 ოქტომბრის ენერგიები

⭕„ნუ გახდებით მხოლოდ ემოციების ამარა“ – რას გვირჩევს ლევან შელეგია კრიზისულ პერიოდში

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

წყარო: www.beaumonde.ge

✕