როგორ დავიკლოთ წონაში ქაბაბის და მწვადის ჭამით? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს.
მისი თქმით, ადამიანმა ყველაფერი უნდა ჭამოს, მაგრამ მნიშვნელოვანია თანმიმდევრობა, რას რის შემდეგ მიირთმევთ. როგორც თავად აღნიშნავს, სწორი კვება შიმშილს არ ნიშნავს:
„მწვადიც უნდა ჭამო, ქაბაბიც. სწორი კვება არ ნიშნავს შიმშილს.
რესტორანშიც იჭმევა და გარეთაც, უნდა აარჩიო.
მე როცა მივდივარ რესტორანში, ჯერ ვჭამ ქართული სალათას ნიგვზით და ვაშლის ძმრით. მერე ქაბაბი, მწვადი, მაგრამ მთავარია, ჯერ ბოსტნეული ჭამო და ბოლოს მთავარია, იარო.
ჭამე გემრიელად, ჯანსაღად და იარე. წონის დაკლება მიზეზი არ უნდა იყოს, მიზეზი უნდა იყოს მთელი ცხოვრება ჯანსაღად ჭამა“, - ამბობს არუნ ხათრი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ქვიზი მინი ბასლასთან - „ვარ მჭამელი, იმპერატორი და მაგარი...“
🎥 „სიმბოლურია, აქ დაინახა პირველად, ამ ადგილას შეხვდნენ...“ - ზაზა ნოზაძემ რჩეულს ხელი სთხოვა