ასტროლოგიაში სახლები წარმოადგენს 12 სფეროს, რომლებშიც პლანეტების ენერგია ვლინდება. სახლების სისტემა ყალიბდება ადამიანის დაბადების ზუსტი დროის მიხედვით. საათი და წუთი განსაზღვრავს, რომელი ზოდიაქოს ნიშანი „მართავს“ თქვენი ცხოვრების ამა თუ იმ ნაწილს.
თითოეულ სახლს ჰყავს თავისი მმართველი (ალმუტენი) - პლანეტა, რომელიც განაგებს იმ ნიშანს, რომელზეც იწყება კონკრეტული სახლი. სწორედ ამ მმართველების კავშირი ქმნის იმ „ფორმულებს“, რომლებზეც ასტროფსიქოლოგი თამარ აქუბარდია საუბრობს.
ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და რთული ფორმულაა, როდესაც პირადი ფინანსების მე- II სახლის მმართველი ხვდება კრიზისების, ტრანსფორმაციისა და სხვისი რესურსების მე-VIII სახლის სექტორში.
„თუ მეორე სახლი იწყება კუროთი და მისი მმართველი ვენერა იმყოფება მე-8 სახლში, ანუ ჩემი უსაფრთხოება, ფული სულ განიცდის კრიზისებს. შეიძლება იყოს ვალების ტენდენცია, ხელფასია და სხვისი ფულიც“,- ამბობს თამარ აქუბარდია.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?
ფინანსური რყევები, ფული არ არის სტაბილური ერთეული; ის ხშირად ჩნდება და ქრება ექსტრემალური სიტუაციების ფონზე. ადამიანის მატერიალური კეთილდღეობა ხშირად დაკავშირებულია პარტნიორის შემოსავალთან, ბანკებთან ან მემკვიდრეობასთან.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: